Digest Logo

„აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა გააკეთეს ყველაზე დიდი საქმე, რომელიც შეიძლებოდა გაეკეთებინათ“ - მერაბ მეტრეველი

1682342265
მერაბ მეტრეველი

საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 300 ონკოლოგიური დაავადების მქონდე ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს მადლობას უხდის, რადგან მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მათი პროტესტის შედეგია.

„აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა გააკეთეს ყველაზე დიდი საქმე, რომელიც შეიძლებოდა გაეკეთებინათ.

შეიძლება იმაზე დიდი საქმე, ვიდრე თავად ამ დაავადების საწინააღმდეგო წამლის დაფინანსება იქნებოდა.
მათ ასეულობით ბავშვს, რომელთა სიცოცხლე პირდაპირ დგას საფრთხის ქვეშ და სიკვდილი ემუქრებათ, აჩუქეს სიცოცხლის შანსი. სასიკვდილო დაავადების მქონე ბავშვების მშობლები გაათავისუფლეს იმ ტკივილისგან, რასაც იწვევს შეგრძნება, რომ შეეძლოთ შვილის გადარჩენა და უფულობის გამო ვერ შეძლეს. მათ ეს მშობლები გაათავისუფლეს იმ სასოწარკვეთისკენ, რასაც საქართველოში დაავადებული ბავშვებისთვის რამდენიმე ასობით ათასი ლარის შოვნა უკავშირდება.

დიახ, გადაწყვეტილება რომ მთავრობა სრულად დააფინანსებს ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას, მათი და მათი ამ პროტესტის დამსახურებაა და არანაირად ხელისუფლების, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, აქამდეც შეეძლო, მაგრამ 11 წელია არ უქნიათ.

არ ვიცი ახლა ეს გადაწყვეტილება სახის შესანარაჩუნებლად მიიღეს, თუ უბრალოდ მთავრობაში ამ პროტესტის ფონზე ვიღაცამ იკითხა: თუ აქონდროპლაზიის წამალში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის გადახდა შეგვიძლია ( და ამას ამტკიცებენ, ფული არაფერ შუაშიაო), მაშინ რატომ არ შეგვიძლია იმ ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება, ვის სიცოცხლესაც პირდაპირ ემუქრება საფრთხეო და უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე შეძლებიათ?

არ მაინტერესებს მათი მოტივი. მთავარია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია და ეს სწორედ ამ პროტესტებს მოყვა. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა თუ ვინმეს უნდა უთხრან დღეს მადლობა, ეს ის ხალხია, ვინც ახლა კანცელარიასთან დგას და უფრო მეტიც, სოლიდარობა უნდა გამოიცხადონ მათ პროტესტს, რათა, როგორც მათი ოცნება ასრულდა, ისე ასრულდეს აქციის მონაწილეთა ოცნებაც“, - წერს მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა ძალიან კარგად ვიქნებით“ - ძალადობის მსხვერპლი ქალის შოკის მომგვრელი აღიარება

🔵🎥 „ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ ოჯახს, საშინელი ტრაგედიის გამო“ - თბილისში პიტბულმა ბივერ ტერიერი შეიწირა

🔵🎥 „შავმა კატამ გაირბინა...“ - რატომ გაუბრაზდა ლელა წურწუმია სალომე ბაკურაძეს და ნოდიკო ტატიშვილს