„ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის - პიკასოს ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი და სკანდალური იყო. წლების წინ საზოგადოებამ შეიტყო იმის შესახებ, რომ ის ქალმა დაჭრა, რის გამოც სკანდალში გაეხვია.
5 წლის წინ ირაკლიმ მესამედ იქორწინა. მისი მეუღლე, ია დუდაშვილი გახლავთ. წყვილს ორი შვილი ჰყავს და მესამეს მოლოდინში არიან.
ირაკლიმ და იამ საკმაოდ ბევრი სირთულე გამოიარეს და გარკვეული პერიოდი დაშორებულები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, წყვილმა შერიგება გადაწყვიტა.
ახლახან ია დუდაშვილმა სოციალურ ქსელში ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციური სიტყვები მიუძღვნა.
„ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება, რა კარგია, შენ რომ ჩემთვის დაიბადე“, – წერს ია დუდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: