Digest Logo

„არ არის რეკომენდებული...“ - გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს დაუპირისპირდა, რას წერს ჯანდაცვის ექსპერტი!

1756138175
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნუკი კოშკელიშვილის ბრენდს „ნუკი კოსმეტიკს“, კერძოდ ვიტამინების დანამატს აკრიტიკებს:

„არ არის რეკომენდებული.

პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნუკის მიმართ მხოლოდ სიმპათია და პატივისცემა მაქვს — ძალიან სასიამოვნო ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ. ეს განცხადება არ ეხება მის პიროვნებას და არც მის სუნამოების ხაზს, რომელიც, ვფიქრობ, შეიძლება მართლაც მაღალი ხარისხის იყოს და შესაბამისი სპეციალისტების შეფასებას საჭიროებს.

საუბარი ეხება მხოლოდ მის ვებსაიტზე წარმოდგენილ საკვებ დანამატებს.

ამ ეტაპზე „VITANUKI Beauty Vitamin Blend“ არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ არ არის რეკომენდებული.

ვიმედოვნებ, რომ მომავალში პროდუქტის ფორმულა და დოკუმენტაცია დაიხვეწება, რაც საშუალებას მოგვცემს, იგი გადავიდეს რეკომენდებული დანამატების კატეგორიაში“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შენი ნივთები ავიღე, რომელიც ბოლო წუთს გეცვა და გეკეთა...“ - რას წერს მტკვარში ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

⭕გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ - პენსიონერი სავარაუდოდ, ელექტრონულ ფესტივალზე იყო

⭕„სწრაფად დაწყებული ახალი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება სწრაფადვე დასრულდეს...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25-31 აგვისტო