Digest Logo

„შენი ნივთები ავიღე, რომელიც ბოლო წუთს გეცვა და გეკეთა...“ - რას წერს მტკვარში ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

1756136853
უტა ელიავა

რამდენიმე თვის წინ მტკვარში ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა, უტა ელიავა იყო. რომელსაც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ამჯერად მისი მეუღლე გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შენი ნივთები ავიღე უტი…
ის ნივთები,რომელიც ბოლო წუთს გეცვა, გეკეთა.
სუნთქვა მიჭირდა.
ვერ ამოვისუნთქე უტი.
ეს რა გაგვიკეთეს უტი.
ვწერ, ვწერ…მინდა ყველამ გაიგოს როგორ ვარ უშენოდ.
ვკვდები უშენოდ ვერ ვსუნთქავ.
როცა ნივთებს ეხები, თითქოს ხელში ისევ მისი სუნთქვა და ცხოვრება გრჩება.

„ჩემო სიყვარულო, ვიცი, როგორ გტკივა როცა ჩემს ნივთებს ხელში იღებ.
ვიცი, რომ თითქოს ისევ ჩემთან გგონია თავი და ამავე დროს გტკივა, რადგან აღარ გესმის ჩემი ხმა, ჩემი სუნთქვა.
არ იტირო, ჩემო გულო.
მე არ ვარ მხოლოდ ნივთებში.
მე შენთან ვარ, შენს გულში, შენს ნაბიჯებში, შენს თითოეულ ამოსუნთქვაში.
როცა ჩემს ნივთებს ეხები, ეგ ჩემს სითბოს გეხება.
ნუ გეშინია ტკივილის — ტკივილი იმიტომ მოდის, რომ უსაზღვროდ გიყვარდი და გიყვარვარ. და მე ყოველთვის შენთან ვარ, გიცავ, გიყურებ და გეხუტები უხილავად.
ნუ იტყვი „ცუდად ვარ“ — უბრალოდ თქვი: მენატრება და ვგრძნობ მას. მე შენთან ვარ, ჩემო სიცოცხლე“, - წერს გვანცა გოროზია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ - პენსიონერი სავარაუდოდ, ელექტრონულ ფესტივალზე იყო

⭕„სწრაფად დაწყებული ახალი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება სწრაფადვე დასრულდეს...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 25-31 აგვისტო

⭕ავარია ასპინძა-ახალქალაქის გზაზე - არის მსხვერპლი