Digest Logo

„არ არსებობს ალკოჰოლის ჯანმრთელი ან სასარგებლო დოზა!“ - რას წერს ლევან შელეგია

1783861960
ალკოჰოლი ალკოჰოლი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„ვიცი, ვინანებ ამ პოსტის დადებას.

როცა დოზა არ ქმნის შხამს.

უკვე დანამდვილებით ვიცით მედიცინაში, რომ ალკოჰოლი ნებისმიერი დოზით ტვინს აზიანებს, კერძოდ მის მასას აქრობს (ტვინის ატროფია). 

ეთანოლი არის ჩვეულებრივი ნეიროტოქსინი, ანუ ნერვული უჯრედებისთვის შხამი, გინდ სახლში დაწურულ წითელ ღვინოში და გინდ საუკეთესო კონიაკში პირდაპირ ვერსალის სასახლიდან.

ბოლო კვლევები ცალსახად გვიდასტურებს, რომ არ არსებობს ალკოჰოლის ჯანმრთელი ან სასარგებლო დოზა!
ყოველწლიურად მსოფლიოში მინიმუმ 3 მილიონი ადამიანი კვდება ალკოჰოლით გამოწვეული პრობლემებით!!!
კი ბატონო, ღვინოში ეთანოლის გარდა სხვა ნივთიერებებიც შედის, მაგალითად რესვერატროლი, რომელსაც აქვს სასარგებლო თვისებები.

მაგრამ ეთანოლი თავის ფართომასშტაბიან სიბოროტეს ყოველთვის ავლენს და სხვა ყველაფერს წონის.

ეს მრავალჯერ დადასტურებული მეცნიერული ფაქტია და არა ჩემი პირადი, სადისტური შეხედულება.

გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ქრისტიანობა არ დამთავრებულა სახარებით, დაუჯერე...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„...რადგანაც ერთიც და მეორეც განეშორნენ უწინდელს და შეუდგნენ ახალ საზრისს“ - გიორგი ლობჯანიძე პეტრეპავლობაზე

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 12 ივლისის ენერგიებზე