Digest Logo

„ეს ძაღლი გაიყინა... მაქსიმალურად შეიფარეთ სადაც შეგიძლიათ, შენობებში არ აუკრძალოთ შემოსვლა...“ - ტასო ლოსაბერიძე საზოგადოებას მიმართავს

1740575926
ტასო ლოსაბერიძე

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს ხოლმე. ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში ცივ ამინდთან დაკავშირებით ქუჩის ცხოველების გაუსაძლის ყოფაზე წერს.

იგი ხალხს მოუწოდებს ძაღლებს  და კატებს თბილ შენობებში შესვლა არ აუკრძალონ:

„გუშინ ეს ძაღლი გაიყინა.

ღამე გარეთ -5 ყინვაა და მიუსაფარი ცხოველები ვეღარ უძლებენ, გთხოვთ დაეხმარეთ ამ რამდენიმე დღის გადატანაში მათ. საერთოდ არაფერი გააჩნიათ, რომ თავი გადაირჩინონ როგორმე ... არ აუკრძალოთ შემოსვლა სადარბაზოებში, ოფისებში, პირველი სართულის აივნებზე (ფისოებმა იციან ამოხტომა) და ვისაც შეგიძლიათ ერთი ღამე მაინც გაათევინეთ სახლში.

მაქსიმალურად შეიფარეთ, სადაც შეგიძლიათ ეს უბედურები.

ასევე, კარგად გამოკვებილი ცხოველი ინარჩუნებს ტემპერატურას და არ იყინება, 1 კარგი დანაყრება რამდენიმე დღის სიცოცხლეს აჩუქებს მიუსაფარ ცხოველს.

ვალდებული არავინ არ არის გიჟდებოდეს ცხოველებზე, მაგრამ ვალდებული ვართ იმაში, რომ ადამიანობა გაგვაჩნდეს და ამ რთულ პერიოდში დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - წერს ტასო ლოსაბერიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე ვერაგ მდგომარეობად ითვლება... ერთადერთია, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უნდა ენდო...“ - რას ჰყვება მამა საბა ჭიკაიძე?

🎥 „ჯერ მოიწესრიგეთ ნერვული სისტემა და ბავშვები მერე გააჩინეთ...“ - რა თემაზე ისაუბრებენ 26 თებერვალს „პრაიმშოუში“?

🎥 „ჩვენ ოჯახში ძაღლიც კი მღერის...“ - რას ჰყვება მუსიკოსი, ზურა დათიკაშვილი?