Digest Logo

„არ დაემსგავსო კაცისგან მიტოვებულ სახლს, რომელსაც ნელ-ნელა სარეველა ეპატრონება...“ - გია მურღულია

1770123914
გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი გია მურღულია სოციალურ ქსელში ემოციურ და ფილოსოფიურ ტექსტს აქვეყნებს, სადაც სიკეთეზე საუბრობს:

„რა შეიძლება? - ყველაფერი, რაც სიკეთეს ბადებს.
რა არ შეიძლება? - ყველაფერი, რაც ბოროტებას ბადებს.
და რაც არაფერს არ ბადებს?
როდესაც ადამიანის ცხოვრების აზრზე ვლაპარაკობთ, „არაფერი“ (ანუ ფიქრის, სიტყვისა და ქცევის უნაყოფობა) ბოროტების ნაირსახეობაა.
ვინც ბოროტებას სჩადის, ღმერთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს ცუდი მიზნებისთვის იყენებს.
ვინც არაფერს აკეთებს, ამ სიცოცხლეს გამოუყენებლად ნაგვის ურნაში აგდებს.
როცა სულს აგდებენ, ღმერთს სევდა იპყრობს, ბოროტ ანგელოზს კი უხარია.
ახალგაზრდა ილია ასე წერდა:
„მხოლოდ ჩემ თავის არაფრობისა არ ძალმიძს, ძმანო, ვერ რით გაძლება“.
თუ დროსა თუ სივრცეს სიკეთე ტოვებს, მას ბოროტება იკავებს - „ცარიელი ადგილი“ ილუზიაა.
ადამიანი ვერ იქნება „სიცარიელე“ - სულს სისავსე სჭირდება.
ეს ღმერთით სისავსეა.
არ გააძევო ის შენი არსებიდან.
არ დაემსგავსო კაცისგან მიტოვებულ სახლს, რომელსაც ნელ-ნელა სარეველა ეპატრონება.
როდესაც დრო დადგება, დაინახავ, რომ სინათლე მხოლოდ იმ ოთახში ინთება, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.
განა ეს დრო უკვე არ დადგა?“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებებს, განახორციელეთ მნიშვნელოვანი შენაძენები, დაგეგმეთ ქორწინება“ - თაკო მელიქიშვილი 3 თებერვლის ტენდენციებზე

⭕„აანთეთ წითელი და ცისფერი სანთელი გვერდიგვერდ...“ - მარსის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ

⭕🎥 გაიცანით 78 წლის მეან-გინეკოლოგი, რომლის ხელებში ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება