ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
„ასე მგონია, მადლი არ გადმოდის იმ ადამიანებზე, ვინც სხვებს, ზურგს უკან ლანძღავენ, დასცინიან, სიავეებს ფიქრობენ და ლაპარაკობენ.
თქვენ რას ფიქრობთ ასეთ ადამიანებზე?
კიდე, მგონია, წყალობა არ აქვთ მათ, ვინც ზურგს უკან ადამიანებს ცილს წამებენ და ჭორაობენ.
ასე მგონია, ადამიანებმა არ იციან და ვერ ხვდებიან რას სჩადიან, თორემ ამდენ სიავეს და ბოროტებას არ გაუკეთებენ საკუთარ თავს.
ძალიან დიდი პრობლემის წინაშეა კაცობრიობა, ადამიანებმა არ იციან რა არის თავისუფლება, არ იციან რას ნიშნავს მიტევება, არ იციან სიცოცხლის ფასი, არ იციან, რომ უნდა გარდაიცვალონ; იციან მაგრამ ვერ იაზრებენ.
აი, მაგალითად: მე ვიცი რომ არ უნდა დავწერო, რასაც ახლა ვწერ, იმიტომ, რომ არავინ მეკითხება აზრს და მე მაინც ვწერ, რა არის ეს?
ვიცი, მაგრამ ვაგრძელებ წერას, ვიღაც თავის თავზე მიიღებს, ვინც უნდა მიხვდეს ის ვერ ხვდება, არა და ყველა ყველას აკრიტიკებს ან ლანძღავს... და კიდევ... ყველა ყველაფერს ხედავს და ყველას ყველაფერი ესმის.
ამ ჯერად ისეთ რამეზე ვწერ, რაც არ მადარდებს, არ მაღელვებს, არ მანერვიულებს, ვინ ვისზე ლაპარაკობს ზურგს უკან.
საუბარში ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა,: იცი რას ნიშნავს გიყვარდეს მტერი შენიო...
მართლა მტერი კი არ უნდა შევიყვაროთ, შენ, შენი თავი უნდა შეიყვარო, რადგან ყველაზე დიდი მტერი ჩვენ ვართ ჩვენი თავისო.
ბევრჯერ გავეჯიბრე ჩემს თავს, ბევრჯერ დავეხმარე მას, ვინც გული მატკინა და ზურგს უკან ცუდი ილაპარაკა და მერე ურცხვად მიყურებდა თვალებში.
მე მაინც მგონია, ადამიანი ვინც ზურგს უკან ცუდს ლაპარაკობს, მადლისგან განძარცვულია, ღვთის პირიდან გავარდნილი და სულიერება წართმეულია.
არ გაშინებთ, გაფრთხილებთ, რომ ძალიან საშიშია სხვის ცხოვრებაში ჩარევა და გარჩევა“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით