გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს მრევლმა 2022 წლის Land Cruiser აჩუქა, რომლის ღირებულება 254 ათას ლარს შეადგენს.
აღნიშნული თემა საზოგადოების განკითხვის საგანი გახდა და სოციალურ ქსელში მთელი დღე იწერებოდა, რომ მღვდელს მსგავსი ფუფუნების საგანი არ უნდა ჰქონდეს.
ფეისბუკზე აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ქართული რძის პროდუქტების მკვლევარმა და „ანა დოლიძე ხალხისთვის“ პარტიის წევრმა ანა მიქაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ სასულიერო პირის გამართლება დაუშვებელია.
„სასულიერო პირმა შეიძლება მიიღოს ნებისმიერი ზომის, ფასის საჩუქარი. ჩუქნიან და ჰაა.
მდიდრებს უყვართ ინდულგენციები.. მაგრამ აი, როგორ განკარგავს მას, ან როგორ განიკითხავს საზოგადოება ამის მოლოდინი კი უნდა ჰქონდეს..
დიდი ბიჭია. გაწვრთნილი. ნავარჯიშები სულით..
დიდი ეჭვი მაქვს, ქრისტეს დროს ჯორი რომ იყო გადაადგილების საშუალება, ის ჯორზე იჯდა და ოქროს ტახტრევანს არ ადგამდა ზედ.
არ ღირს მღვდლის გამართლება არაფრის ფასად. ვნახე ამართლებენ, უსუსურად..
ისიც ადამიანიაო..კაი კაცოო მართლა? მანქანა ფუფუნების საგანია მომხვეჭელი მანიაკებისთვის.
დაბალი თვითშეფასების მქონე ჭუჭულიკა მამრებისთვის (მდედრებისისთვისაც..). ისე კი ერთადერთი ფუნქცია აქვს..
ა წერტილიდან გადაყავხარ ბე წერტილში .. მორჩა“, - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნოდარ ნათაძეს დღეს დაკრძალავენ