Digest Logo

„არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება და ეჭვიანობა“ - მიხეილ ცაგარელი

1660539407
ასტროლოგი მიხცეილ ცაგარელი

კარგი დღეა საკუთარ თავში გარკვევისა და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებლად. არ ღირს ილუზიებს აყოლა და არარეალურზე ოცნება.

მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს, რადგან დღეს განსაკუთრებით მაღალია პროვოცირების და სერიოზულ დაპირისპირებაში ჩაბმის ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორის გრძნობებით თამაშს, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება და ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად, საყოფაცხოვრებო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ თვალების გადაღლას. კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, სისხლ-ძარღვოვან სისტემას და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფირუზი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵აალებადი სითხე გადაასხეს, 2 თვის ფეხმძიმე იყო, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ გაგუდეს და დაწვეს - 19 წლის ელენეს გაუხმაურებელი ამბავი

🔵„აგვისტოს ყოველთვის ორი უზარმაზარი ნაკლი ჰქონდა - პირველი - აუტანლად ცხელოდა და მეორე და უფრო უარესი - ზაფხულის ბოლო თვე იყო“ - თეა გვასალია

🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღეში ასრულდება“ - მიხეილ ცაგარელი