Digest Logo

„არ იცის რომ მისი და, დისშვილები და ძმისშვილები ახლა მსოფლიოს ყველაზე დიდ ბოროტებას ებრძვიან. ვერ ვუმხელთ“ - რას წერს ხათუნა მიქაცაძე

1646928394
ხათუნა მაქაძე

„ზე­და­ზე­ნის" პი­არ­მე­ნე­ჯერი ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე სოციალურ ქსელში მის ბებოზე ემოციურ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის შიშებს დღემდე ებრძვის. მას რუსეთ-უკრაინის ომის ამბებს ვერ უმხელენ და არ იცის, რომ მისი და, დისშვილი და ძმისშვილები საფრთხის ქვეშ არიან.

„დღემდე,  მეორე მსოფლიო ომის ტკივილებს და ბავშვის გონებაში ჩარჩენილ შიშებს ებრძვის. გერმანული საუბრის გაგონებისას დღესაც უსიამოვნო სახეს იღებს და თავისთვის იწყებს ბუტბუტს.

ჯერ კიდევ არ იცის რომ მის ქვეყანაში ომია. არ იცის რომ მისი და, დისშვილები და ძმისშვილები ახლა მსოფლიოს ყველაზე დიდ ბოროტებას ებრძვიან. ვერ ვუმხელთ…

ეს ის ბებოა, ადრე რომ გიყვებოდით. ყოველ დღე ჯერ ჩვენი სამშობლოსთვის რომ იწყებს ლოცვას, მერე თავის უკრაინას ლოცავს და ბოლოს შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების ჯანმრთელობას რომ ავედრებს უფალს.

ღმერთო, ხომ ხარ ღმერთი?! - გადაურჩინე ბებოს თავისი უკრაინა“, - წერს ხათუნა მიქაცაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„2008 წლის ომში დაზარალებულებზე რომელმა იზრუნეთ? რომელმა შეიფარეთ სახლებში ეს ხალხი? რომელმა „აწარმოვეთ მათთვის“ - თამარ ლამპარაძე

 VIDEO: „აპრილი იქნება გადამწყვეტი,აქ საბოლოოდ გადაწყდება უკრაინის ბედი“ - მიხეილ ცაგარელი უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს ასახელებს

„ომი არ მომხდარა და რა დღეში ხართ? სად არის თქვენი საზოგადოებრივი შეგნება?“ - ნახეთ, რაზე გაბრაზდა ზურა ხაჩიძე