Digest Logo

„არ მეგონა, ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი სკანდალურ განცხადებაზე

1651558517
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი

გუშინ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა. რომ თუ სააკაშვილს დასჭირდება ეტლი, ის იქნება მცენარე და მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს. 

აღნიშნულმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა, მათ შორის ეტლით მოსიარულე ადამიანებიც.

დღეს კი ჟურნალისტმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„დღეს ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ჩასაფრებული ადამიანებისთვის სპეკულაციების სივრცე დატოვა. ამიტომ უნდა განვმარტო.

ეტლში, ადამიანი შეიძლება მოხვდეს ბევრი მიზეზით. ვიღაცისთვის ავარიის გამო დგება დღის წესრიგში ეტლის აუცილებლობა და ვიღაცისთვის თანდაყოლილი ტრავმა. დედაჩემის შემთხვევაში სიმსივნე იყო მიზეზი, რის გამოც, სიცოცხლის ბოლო დღეები სრულად ეტლში გაატარა.

ძალიან ხშირად ეტლში მყოფი ადამიანები, ახერხებენ არა თუ საკუთარ სივრცეში წარმატების მიღწევას, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვებების მოტანას. მათი ცხოვრება სრულფასოვანია და ძალიან შორსაა იმისგან, რაც დღეს მიშას კონტექსტში ვთქვი.

დღევანდელი ჩემი განცხადება ნიშნავდა იმას კი არა, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარეები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე, იმიტომ რომ მისი დიაგნოზი იძლევა ამის საშიშროებას.

არ მეგონა ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ მესმის რომ მიშას თემა დამატებითი მოტივაციაა განცხადებები არასწორად აღიქვათ.

რაც შეეხება ეტლში მყოფ ადამიანებს, გიგზავნით სიყვარულს და სითბოს და გიხდით ბოდიშს თუ ოდნავ მაინც ემოციებზე მოგხვდათ ჩემი განცხადება.

არ ჩამოვთვლი პროექტებს, რომელიც ამ ფორმატში გამიკეთებია და გავაკეთებ მომავალში“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 ემოციური კადრები უკრაინიდან - ქართველი მებრძოლების ცეკვამ სოციალური ქსელი დაიპყრო

🔵„ერთ მხარეს მოკლევადიან სურვილსა და ვნებაზე დამყარებული ახალი ურთიერთობების წამოწყების ტენდენცია გვაქვს და მეორე მხარეს დიდია ფარული მოქმედების სურვილი“ - ასტროლოგი

🔵„მგონია, სახლში უფროსი და შემომივიდა. უამრავი სირთულის მიუხედავად, კეთილი, საყვარელი და სუფთა გულის რომ არის“ - ვისზე წერს ალექსანდრა პაიჭაძე