რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით, პარტია „ევროპული დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს.
„ომი არც 2008-ის აგვისტოში დაწყებულა და მით უმეტეს არც დამთავრებულა. ახლაც გაქანებული პროქსიომის პირობებში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ ამას ან ვერ ვამჩნევთ ან არ ვიმჩნევთ.
ცხადია, ამ ომს მარტო ვერ მოვიგებთ. მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ არ დავმარცხდეთ სულიერად და ის მეგობრები და პარტნიორები მაინც არ დავკარგოთ, ვინც წლებია გვეხმარებიან და ახლა თავადაც ცხელ ომში არიან ჩართული.
არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ასე უდრტვინველად დათმობს დამოუკიდებლობას.
არ მინდა დავიჯერო, რომ ერი ქვეყნის სუვერენიტეტს ანაცვალებს პირად კომფორტს. არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული საზოგადოება ტანჯვით და სისხლით მოპოვებულ სახელმწიფოს დაუთმობს ვიგინდარა ხელისუფლებას, რომ მან საქართველო, 30 ვერცხლის სანაცვლოდ, საჯიჯგნად მიუგდოს მტერს.
დიდება გმირებს !“, - წერს მამუკა გამყრელიძე.