Digest Logo

„მამა დაბადებამდე გარდაეცვალა. პირველი ჯგუფის ინვალიდი დედის და მოხუცი ბებიის რჩენა 12 წლიდან საკუთარ თავზე აიღო“ - 21 წლის კაპრალის ტრაგიკული ისტორია

1659858248
ზაურ თენიეშვილი

ცხინვალში დაღუპული კაპრალის ზაურ თენიეშვილის ტრაგიკული ისტორიის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის, სულ რაღაც, 21 წლის იყო, როდესაც სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს თავდაცვა“ ავრცელებს.

„ზაურ თენიეშვილი ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, მანამდე კი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები გადაარჩინა....

სულ რაღაც 21 წლის იყო, თუმცა ცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტის გაკეთება მოასწრო, ვიდრე მის ასაკს შეეფერება... სწავლა, სამსახური, ოჯახის რჩენა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის სამაგალითო თავდადება...

კაპრალ ზაურ თენიეშვილს, როგორც დედისერთას, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა კომისარიატში საბუთების შესავსებად მისული ახალგაზრდა, მოულოდნელად სამხედრო სამსახურით დაინტერესდა... დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლია, კონტრაქტი გააფორმა და შეიარაღებულ ძალებში რიგითი ჯარისკაცის სტატუსით ჩაეწერა.

ზაურს მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, პირველი ჯგუფის ინვალიდი დედის და მოხუცი ბებიის რჩენა 12 წლიდან საკუთარ თავზე აიღო. მის მშობლიურ ოზურგეთში, დღესაც კარგად ახსოვთ, როგორ აგროვებდა პატარა ბიჭი ჯართს და როგორ ცდილობდა ოჯახისთვის ყოფა შეემსუბუქებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში მოეწყო, სტომატოლოგიის განხრით, კაბინეტის გახსნაზეც ფიქრობდა... ხელფასი საკუთარ თავზე მეტად ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ემეტებოდა“.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს. სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი“ - აგვისტოს ომის გმირის ემოციური წერილი

🔵დედა მარიამი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა - ის 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

🔵ევროკავშირი აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს