Digest Logo

„არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება! უთხარი არა ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ“ - ნუკის ცხელი ფოტოები მაიამიდან

1714208501
ნუკი კოშკელიშვილი.

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ქმართან ერთად მაიამიზე ისვენებს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოებში, რომელსაც ნუკი აქვეყნებს წერს, რომ ფოტოშოპი არ არის გამოყენებული. იგი თვლის, რომ სლოგანი „გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ“ საზოგადოებას აზარმაცებს. 

„უთხარი არა!!! ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ…. აჰა კარგი დავდე და მიყვარს მაგრამ მაინც არ მომწონს მინდა 10კგ დავიკლო, არ მიმაჩნია სწორად რომ ტაშს ვუკრავთ ან ძან „ვიდზე” მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს…

მესმის ბოდი პოზიტივიც და კომპლექსებიც მაგრამ ამავდროულად სიზარმაცის პროპაგანდაა, შეიყვარე შენი თავი და არაფერი გააკეთო იმისთვის რომ ჯანმრთელი იყო, ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან… აი ვითომ არაფერი ეს ჩემი 8კგ მაგრამ ვარჯისში ხელს მიშლის, დახტომისას მენისკი დავიზიანე..ამიტომ ცოტა არასწორი მგონია ეს.

უკიდურესობებში ვართ გადამხტარები ამ სოც მედიის გადამკიდე. ვერაფერი ვეღარ გითქვამს, ვიღაცას მაინც ეწყინება… მე ვიტყვი!!! არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება, ვიკამათოდ ბოდი პოზიტივებზე და პოლიტ კორექტულობაზე, თქვენი აზროც მაინტერესებს“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს, ყველა თბილი სიტყვა მახსოვს“ - 27 აპრილი კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა

⭕თბილისში თბილი ამინდი შენარჩუნდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

⭕მაისი, წლის ყველაზე ფეიერვერკული თვე - „შეგიძლიათ დაგეგმოთ ქორწილი და გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები“