Digest Logo

„არ მრცხვენია ამ დაცემა-აღდგომის მოყოლა... ღალატი ჩემი გათავისუფლების დასაწყისი აღმოჩნდა“ - ქეთევან ჯანდიერი 4-წლიანი ურთიერთობის დასრულებაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1785821052
ქეთევან ჯანდიერი

ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ვრცელ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ჯანდიერი წერს, მან 4-წლიანი ურთიერთობა დაასრულა - მან გვიან ღამით შემოსულ ზარს უპასუხა, სადაც მეორე მხარეს თავისი პარტნიორის სხვა ქალთან ფლირტისა და საუბრის მოწმე გახდა: 

„დიდი ხანი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ამაზე. მაგრამ მგონია რომ ბევრს დაგეხმარებათ.

არ მრცხვენია ამაზე საუბარი. არ მრცხვენია ამ დაცემა-აღდგომის მოყოლა. ღრმა დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ამბავი მხოლოდ ჩემი ისტორია არ არის და ამიტომ არ მინდა.. დავტოვოთ ეს საკითხი ღირსეულად და მარტივ, ღია ფანჯარად.

(ჩემიანებმა ისედაც ბევრი წელია ყველა დეტალი იცით და ჩართულებიც იყავით ბევრ სიტუაციაში, ამიტომ ეს ამბავი უეჭველად გაგიხარდებათ. ბოდიში, რომ ასე და ამ ფორმაში იგებთ. ამაზე საუბარი აღარ მსურს.)

მოკლედ, დღეს საბოლოოდ დასრულდა 4 წლიანი უდიდესი ისტორია… (სადაც ბევრი ღიმილი, ბევრი ცრემლი, ბევრი სიხარული, ბევრი ომი/ბრძოლა, ბევრი სირთულე და აღმავლობა. ჰო ძალიან, ძალიან ბევრი რამ იყო).

მინდა დავწერო რომ, მადლიერი ვარ 2026 წლის, რადგან, მან ყველაზე ძვირფასი რამ მაჩუქა. სიმართლე.
მან მომაშორა ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ტკივილს და სიცარიელეს ტოვებდნენ, ჩამოხსნა არაერთხელ ნიღბები და დამანახვა, ვის რა ადგილი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში და თურმე, მე ვინ ვიყავი სინამდვილეში მათთვის.

დიახ, მე მღალატობდნენ და არ ვიცოდი. ვგრძნობდი მაგრამ ვერ ვამტკიცებდი და მატყუებდა. დიახ, მე მაჯერებდა რომ არავინ არაა და ერთადერთი სიყვარული ვარ.

და, დღეს მე გავიგე რომ მიღალატეს როგორც ქალს, მეგობარს, ადამიანს, თავზე გადაყოლილ მზრუნველს და უპირობოდ შეყვარებულს. არ ვიცი რა ვიგრძენი, როცა ზარი შემოვიდა და როგორც ჩანს, შემთხვევით დაეჭირა ხელი და შემოსულ ზარს როცა ვუპასუხე, არც ესმოდა რომ ვეძახდი და გვიან ღამე უცხო ქალთან ფლირტი, იწილობიწილო და უწუპუწუ დიალოგი მოვისმინე. ნუ. შოკი უცნაური შეგრძნება ყოფილა ხალხო!

ვერ ვიტყვი რომ არ მეტკინა ის წამი. თითქოს თმის ღერიდან ცეცხლი ჩამეღვარა ფეხის თითამდე და სხეულს რამდენიმე ხანს ვერ ვგრძნობდი.

ყველაზე მძიმე, იყო პირველი წამები, როცა ვფიქრობდი, რომ ამ ტკივილს ვერასოდეს გადავიტანდი. თან ეს ქცევა არ დამიმსახურებია. თქვენ იმდენი რამ არ იცით. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ძვირად დაუჯდა ჩემს ფიზიკურ, ენერგეტიკულ, ფსიქიკურ და ემოციურ სხეულს ეს 4 წელი. ამ ტიპის ღალატი (ქალში გადახურდავება) პირველი და ფურორად გასროლილი იყო, თორემ, მანამდე არაერთხელ მორალური, იდეოლოგიური და ძალიან ბევრი სხვა ღალატიც ყოფილა. რამდენი ტკივილი ყოფილა დუნიაზე. როგორც ჩანს, არც ეს ურთიერთობა აღმოჩნდა ამ მხრივ გამონაკლისი.

ბევრი რამ ვნახე და ვისწავლე. მადლიერი ვარ ამ ადამიანის, რადგან უდიდესი სკოლა გავიარე როგორც ადამიანმა, გოგომ, პროფესიონალმა და აღარ განვაგრძნობ ამას. რა აზრი აქვს დეტალებზე საუბარს? მადლიერი ვარ, რომ გავიზარდე.

მოკლედ, საკმაოდ რთული მოცემულობა იყო. ერთს ვიტყვი, თითქმის გამანადგურა ამ ტოქსიკურმა ურთერთობამ (ჩემებმა კი იცით ყველაფერი დეტალურად) მაგრამ, არაუშავს… სინანულით არ ვნანობ არაფერს. ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო (რადგან, ეს ჩემი არჩევანი იყო ოდესღაც, ეს იყო ჩემი ქცეცნობიერის დაკვეთა და პროექცია) და ამ კარმულ კვანძს შეგნებულადაც შევყევი და ამ ფინალით, ჩაკეტილი წრეც გაირღვა. და ახლა შემიძლია ვთქვა რომ ყველა გეშტალტი ჩახურული მაქვს. (ამაზე სხვა დროს მოგიყვებით) და მე ვარ დღეს ბედნიერი! მე ღია ვარ სიახლისთვის, ბედნიერებისა და სიმშვიდისთვის რომელიც დავიმსახურე და მეკუთვნის.

ისიც უნდა ვთქვა რომ, ზუსტად 4-5 საათი დამჭირდა თავი ხელში ამეყვანა, დამსხვრეული თავმოყვარეობა გათელილი ეგო ამეკრიფა, შემეწეპა ნაწილებად და ცივად გადამეხარშა ყველაფერი.

4 წელი...
1460 დღე...
35,040 საათი...
2,102,400 წუთი...
126,144,000 წამი...

გადავაციე კი.. მოვინელე, გადავხარშე. მე ეს გამომივიდა და ძალიან ამაყი ვარ საკუთარი თავით  
მაგრამ ახლა, უკვე ცივად, იმასაც ვხვდები, ღალატი არ იყო ჩემი დასასრული, ის ჩემი გათავისუფლების დასაწყისი აღმოჩნდა.

დღეს დასრულდა ყველაზე დამახინჯებული, ურთიერთობა ჩემს ცხოვრებაში. აქვე, მომილოცეთ, ამით დასრულდა კარმული გაკვეთილიც, რომელმაც მასწავლა საკუთარი თავის ფასი, საკუთარი საზღვრების დაცვა და ის, რომ სიყვარული არასოდეს უნდა ითხოვდეს საკუთარი თავის დაკარგვას. და ჰო, არავინ არ უნდა გადაარჩინო როცა თავად არ უნდა… უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და არასოდეს დაკარგო სხვის გამო. არ უნდა ჩაიკარგო სხვის ცხოვრებაში გმირის ტანსაცმლით.

ერთს ვიტყვი - არ მაქვს ბრაზი. არ მაქვს წყენა. მხოლოდ მადლიერება მაქვს იმ გამოცდილებისთვის, რომელმაც უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო თავისუფალი გამხადა. მადლობა უფალო!

დღეს პირველად ვგრძნობ თავს კარგად და იმას რომ ნამდვილად თავისუფალი ვარ… ისე, როგორც არასოდეს ვყოფილვარ.

და თუ ოდესმე ვინმემ გიღალატა, დაიმახსოვრე: ზოგჯერ ღალატი ღმერთის გზაა, რომ იქიდან გამოგიყვანოს, სადაც შენი ადგილი აღარ არის!

მე ჩავალაგე ემოციებიც და ბევრი ნივთი ჩანთებში.. წავედი! ჰო მე გადავედი სახლიდან რომელსაც წლები ბუდედ ვაშენებდით და ახლა წავედი საცხოვრებლად საკუთარ თავში, კედლებში რომელიც სხვისი სიყვარულით გავიუცხოვე და ახლა უნდა შემოვირიგო და თავიდან გავიცნო. როგორია? რა უყვარს? ის კი ამ სივრცეში მოიყვანს ახალ ტრფობის ობიექტს.. ჩემს აშენებულზე და ნაბრძოლზე ხეირი ალბათ კარგია. და რა ვიცი, რაღა დამრჩენია სათქმელი? ღმერთმა ხელი მოგიმართოს იმდენად, რამდენადაც თავად ჩათვლის სწორად. მე არაფერი გისურვებ. არც ცუდს, არც კარგს… მხოლოდ მადლობა.

და აქაც გეტყვი ჩემო ოქრო. ნახვამდის არა, მშვიდობით! „არივიდერჩი” და ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დამიჯერეთ...თქვენთვის ვამბობ“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

🎥 „საოცრად ლამაზია, შარმიანი“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიზა ყენია

რატომ არის თევზებისა და მორიელის წყვილი სამყაროს ყველაზე მისტიკური და ურყევი კავშირი?