Digest Logo

„არ შეაჭმევინო წარსულს მომავალი - ის ყოველთვის მშიერია“ - გია მურღულია

1711004317
გია მურღულია ფილოლოგი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„სიბერე მოდის მაშინ, როდესაც ისიც კი, რაც უნდა მოხდეს, მოგონებებში გადადის და ახალშიც ძველ განცდას ხედავ.

არ შეაჭმევინო წარსულს მომავალი - ის ყოველთვის მშიერია.

ნაცნობს მუდმივად სურს, დაამარცხოს უცნობი.

თუ გსურს, არ დაბერდე, გაუღიმე ახალ შესამეცნებელს - არ დაიზარო სიცოცხლე.

წლებმა თავისი საქმე იციან - შენც იცოდე.

ჯერ სულს გაუთენე, შემდეგ - გონებას, მერე კი - კეთილ საქციელს.

იფიქრე წარსულზეც და მომავალზეც, მაგრამ იცხოვრე ახლა!“, - წერს გია მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომლებიც შესაძლოა, 2024 წელს კარმულ სიყვარულს შეხვდნენ

ვატო არველაძისა და მისი ახალშობილი შვილის ემოციური შეხვედრა (ფოტო)

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა