Digest Logo

🎥 „არ ვარ მშვიდი ადამიანი და ვერ ავიტან ჩემს გვერდით ასეთს“ - არაერთი იმედგაცრუების შემდეგ, კიდევ სჯერა თუ არა სიყვარულის თი მაჭავარიანს?

1782818526
თი მაჭავარიანი

ბლოგერი თი მაჭავარიანი პირად ცხოვრებაში არსებულ გამოცდილებაზე, იმედგაცრუებებსა და სიყვარულის საკუთარ აღქმაზე საუბრობს. მიუხედავად წარსულში გადატანილი ტკივილისა, სამი შვილის დედა აცხადებს, რომ გრძნობის არსებობის კვლავ სჯერა და ყოველ მომდევნო კავშირს ახალ იმედად განიხილავს.

კითხვაზე, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ კიდევ თუ სჯერა სიყვარულის, თი მაჭავარიანი ასე პასუხობს:

„კი, რა თქმა უნდა. მგონია, ჩემი აუდიტორია ჩემზე კარგად მიცნობს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად კარგად მაკვირდებიან და ხანდახან ისეთ რაღაცებს ამჩნევენ, რაც მე იმ მომენტში გამომრჩება. მერე მწერენ და როცა ვუფიქრდები - უი, ხო, მართალია. ჯერ კიდევ სიყვარულის მჯერა და მგონია, რომ მთელი ცხოვრება ასე იქნება.

მიუხედავად იმისა, წინა ურთიერთობამ რა ტკივილი მოგანიჭა, იქიდან გამომდინარე არ უნდა აკეთებდე დასკვნას, რადგან ყოველი მომდევნო ურთიერთობა არის ახალი იმედი. სიყვარული ცოტა ტოქსიკურიც უნდა იყოს, აბა ისე „მუღამი“ არ აქვს. დრამები მიყვარს, მეც ცოტა ტოქსიკური ვარ. მაგალითად, ჯინაზე მოვუშალო ნერვები. არ ვარ მშვიდი ადამიანი და ვერ ავიტან ჩემს გვერდით ასეთს. ბავშვებს რაც შეეხება იდეალური მამა ჰყავთ, დამატებითი მამა მე მინდა. {იცინის}“, - აცხადებს ბლოგერი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: