
მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლის ასაკიდან აშშ-ში ცხოვრობს, ამჟამად საქართველოში იმყოფება.
ალექსანდრე იუბილარია, მომღერალი 19 წლის გახდა.
დაბადების დღესთან დაკავშირებით, ალექსანდრემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა:
„ესეც 19…
Here comes the 19…
19 წელი არის, მაგრამ ბევრად მეტი ტომი დავხურე ჩემი წიგნის და ჯერ კიდევ ბევრად მეტი და საინტერესო დასაწერია!
უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენი რამე მაქვს სამყაროსთან სამადლობელი, როგორც ჩვენ ყველას, მიხარია, რომ ახალი შესაძლებლობა მომეცემა ყოველ დღე, რომ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო ცხოვრებაში!
არ ვიცი ეს წელი რას მიმზადებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომზადებული დავხვდები!
რაც მთავარია თქვენ მყავხართ, ადამიანები რომლებსაც ასე ვუყვარვარ და მაფასებენ!
მადლობა თქვენ, დღეს უკვე 19 წლის ვარ!“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გუდაურის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა
⭕„ულამაზესები ხართ, გოგოებო“ - თაკო ნაცვლიშვილი დედასთან ერთად პოზირებს
⭕სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი დაშორდნენ - „არ არის სკანდალი, არც ტრაგედია – უბრალოდ ცხოვრებაა“