სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უცნობმა ადამიანებმა მის კარებთან რუსეთის დროშა და ჯვარი დახატეს.
„არ ვიცი რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება, დილით ადრე სავარჯიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე ჯერ ვერ მივხვდი რა არის და ასეთი ამბები დამხვდა.
თქვენ იდიოტებო გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ არა კულტურულობაა და არაჰუმანურობა რელიგიის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მიშლის არც ერთი რელიგიური სიმბოლიკა.
შინ ევროპისკენის და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე, შეღებეს. დროშის ადგილზე კი „გახსოვდეს აგვისტოს ომი” ლოგო. ეს მოიპარეს თუ რა ქნეს არ ვიცი. არადა მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც დაცულად და მშვენივრად ვგრძნობდი თავს.
ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღეს!
შინაგან საქმეთა სამინისტრო თქვენ გააგრძელეთ მოძალადეებს დამალვას და მხარდაჭერას!!“, - წერს სამირა ბაირამოვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: