პოლიტიკოს გია ბარამიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მის უკრაინელ მეუღლეს, ანნა ფილიპჩუკს შვილი გარდაეცვალა.
„2023 წლის 3 ივნისი, ჩემი პატარა გოგო ზეცაში წავიდა“, - წერს გია ბარამიძის მეუღლე.
„თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა მეგობრებო!
არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.
მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს.
უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს.
კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!“,- წერს გია ბარამიძე.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 უსაყვარლესი ალისკა პიცას აცხობს - რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე
🔵„ჩემი ბისკვიტი... ჩემი ვარდი“ - უსაყვარლესი ელის მარია სააკაშვილი იუბილარია