მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საბავშვო „ევროვიზიაზე“ წერს და მის ორგანიზატორებს მადლობას უხდის:
„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი კულტურის მატარებელი იყოს.
საბავშვო ევროვიზიაზე ვიხილეთ პროფესიონალიზმი, გულწრფელობა და ნამდვილი ხელოვნება — სცენაზე იდგნენ ბავშვები, მაგრამ შესრულება იყო დიდების დონეზე.
მადლობა თითოეულ მონაწილეს, პედაგოგს და გუნდს იმ სითბოსთვის და სიამაყისთვის, რაც მთელ ქვეყანას გვაჩუქეთ.ანიტა შენ ხარ ჩვენი გამარჯვებული და მაგარი გოგო!
ეს იყო არა უბრალოდ კონკურსი — ეს იყო მსოფლიოს რჩეული,მომღერალი ბავშვების ზეიმი!
მადლობა ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
ცნობისთვის, საბავშვო „ევროვიზიას“ წელს საქართველომ წარმატებით უმასპინძლა.
კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა.
საქართველოს წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა 176 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.
საბავშვო „ევროვიზიის“ დასკვნით შოუში, რომელიც ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა, ევროპის 18 ქვეყნიდან, 9-დან 14 წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
საბავშვო „ევროვიზია“ 20 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. კონკურსს, საშუალოდ, 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
2025 წლის საბავშვო „ევროვიზია“ კულტურის სამინისტროს, Starring Georgia-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით განხორციელდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: