ანსამბლ „ათძალის“ წევრი ბონდო ნაგერვაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი და მუსიკოსი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს:
„ძალიან დამწყვიტა გული ამ კარგი კაცის გარდაცვალებამ.
არაჩვეულებრივი შემსრულებელი, კარგი მეგობარი და მაგარი ქართველი დავკარგეთ.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ფოლკლორულ ანსამბლ „ათძალს“, - წერს გიორგი უშიკიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელსაყრელია პაემანი, შეხვედრები, ქორწილი...“ - 21 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით