Digest Logo

„არაფერი „უმეტესობა ქართველი“ არ შემოდის საზღვარზე, პირიქით - უმცირესობაა ძალიანო“ - რა უთხრა ესპანელმა ჟურნალისტმა უჩა აბაშიძეს

1664372153
უჩა აბაშიძე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. კაცები უკრაინის ომში იძულების წესით მიჰყავთ, უარის შემთხვევაში გაწვეულ პირებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი დაახლოებით, 250 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.მათ შორის ძალიან ბევრმა საქართველოს საზღვარს მიაშურა.

არსებული ინფორმაციით, ლარსზე რუსეთის მოქალაქეების 14-კილომეტრიანი რიგია.

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა სამხედრო ჟურნალისტი უჩა აბაშიძე და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ვესაუბრე ესპანელ ჟურნალისტს, რომელმაც 2 დღე გაატარა სტეფანწმინდაში და იღებდა ინტერვიუებს
(ახლდა ქართველი გიდიც) ათასობით შემომსვლელი ვნახეო ესპანელის თქმით:

1. ნახევარი მაინც უშუალოდ მოსკოვიდან არის

2. ეროვნებით ქართველები პრაქტიკულად არ შეხვედრიათ (ქართველმა გიდმა დაადასტურა, არა რაის ქართველებიო, 1-2 იყო მხოლოდო, ათასებიდანო)

3. კი, ჩრდ.კავკასიელებიც ბევრიაო, მაგრამ „სახეზე" რუსი ბევრად მეტიაო და უმეტესობა ვინც გავაჩერეთ და ვესაუბრეთ - მოსკოველიაო, აინტერესებდა რანაირად ხდებაო, რომ 14 წლის წინ თქვენ დაგიპყრეს რუსეთმაო და ახლა ამათ იტანთო?

2 საათი ვუხსენი, რომ ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია და მთავრობა არ არის პოპულარული მთავრობა
და რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია, 100 000 მიტინგის წინააღმდეგ (რაც 10 მილიონიანს ნიშნავს ამერიკაში)
არის რომ „რაც არ უნდა მოითხოვოთ, გვკიდია, რას იზამთ?"

და ხალხს ეშინია ძალისმიერი რაიმესი, იციან რომ არაფერს ვიზამთ და ამიტომ ფეხზე ჰკიდიათ
გეჩვენებათ რომ დემოკრატიაა აქ, სინამდვილეში აი ეგეთი ქვეყანაა თქო, ერთგვარი დიქტატურა, რომლითაც მთავრობა ვაფშეტა ამაყობს - რომ რა მაგრები არიან, ხალხს სხვა უნდა - და თვითონ გვმართავენ როგორც უნდათ
ავუხსენი რომ ეს მთავრობა მოვიდა იმ ტალღაზე რომ "ყველაფერი ვქნათ ოღონდ რუსეთს არ ეწყინოს" - და რომ ამ ყველაფრის ქნაში ისეთ ვარსკვლავებს მივაღწიეთ რომ გაგანია ომისას, როცა ხალხი უკრაინაზე ლოცულობს
პუტლერმა შეგვაქო - საქართველო კარგად იქცევაო და ასე შემდეგ...

მაგრამ ჩემთვის მთავარი ნიუსი იყო რომ - არაფერი „უმეტესობა ქართველი" არ შემოდის საზღვარზე, პირიქით - უმცირესობაა ძალიანო“, - წერს უჩა აბაშიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ👇

🎥 გაიყვანა თუ არა დაცვამ კორტებიდან ნელი დოროყაშვილი - დაპირისპირება სასამართლო პროცესზე

🔵კვარაცხელია სუპერ ვარსკვლავი ხდება - UEFA ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს

🔵„ვზივარ ერთ-ერთ სკვერთან მარტო, რაღაცებს ვწერ და ჩემთან ახლოს მოვიდა რუსი ტურისტი, თავისი ველოსიპედით...“ - რას წერს სამირა ბაირამოვა