საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და განვლილ გზაზე საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, ყველა ადამიანი მის ცხოვრებაში გაკვეთილი იყო, რომლისგანაც რაღაც ისწავლა.
დათო ოქიტაშვილი ამბობს, რომ ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, კვლავ ამ გზას აირჩევდა:
„არაფერს ვნანობ, მეამაყება გზა, რომელიც ამ დღემდე გამოვიარე, არც ჩემს თავს ვსაყვედურობ შეცდომების გამო,
ვმოქმედებდი ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდი, როგორც საკუთარი გულისა და ადამიანობის წინაშე ვიყავი მართალი.
არც სხვების მიმართ შემომრჩა წყენა. მივხვდი, რომ ყველა ადამიანი გაკვეთილი იყო, ყველამ რაღაც ძალიან ძვირფასი მასწავლა...
მერე რა, თუ ზოგჯერ დავეცი და იმედი გამიცრუვდა, ცხოვრება ასეთია, მთავარია წინ სიარული არ შეწყვიტო, არ გაბოროტდე და გული არ გაიქვავო.
გახსოვდეს: უნდა იამაყო საკუთარი თავით, იამაყო იმ რთული გზით, რაც დღევანდელ დღემდე მოსაღწევად გამოიარე.
თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ ამ ჩემს განვლილ გზას ავირჩევდი.
ძალა, რომელმაც დღემდე მომიყვანა ესაა ხალხის სიყვარული, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ.
მიყვარხართ მე თქვენ“, - წერს დათო ოქიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩოგბურთის სამოთხეში ვისვენებ...“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული ახალ ფოტოებს აქვეყნებს