Digest Logo

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გრიპის საწინააღმდეგო რომელ ვაქცინას გაიკეთებთ, ფასიანს თუ უფასოს....“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ექიმი არჩილ მარშანია

1698996835
არჩილ მარშანია

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასოა. ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. 

ვაქცინებთან დაკავშირებით მოსახლეობის ხშირად დასმულ შეკითხვას ექიმი არჩილ მარშანია პასუხობს და სოციალურ ქსელში განმარტებას ავრცელებს:

„არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებთ, ფასიანს თუ უფასოს.
ორივე კარგია.
პ.ს.

უფასო არაფერი არ არსებობს.

განსხვავება ისაა, რომ ერთში მხოლოდ თქვენ იხდით თანხას, მეორეში ყველა ერთად ვიხდით თანხას, ანუ ბიუჯეტით, ეგ გვგონია „უფასოდ“

Again:

ორივე ვაქცინა კარგია.

ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს მარშანია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵  „რა მაგარია, ჩემი შვილი რომ ხარ“ - ინგა გრიგოლია ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵  „ანტიდეპრესანტის მიღებას, მალე სრულად შევწყვეტ...“ - როგორ დაამარცხა შფოთვითი აშლილობა გიორგი კეკელიძემ

🔵  „ფული არ გაქვს? იშოვი, ქმარი არ გყავს? გათხოვდები“ - რა საჩუქარი მიიღო ბაბი კირკიტაძემ