რუსთაველის გამზირზე, 30 აპრილს პარლამენტთან, „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი.
მომღერალი ზურა ხაჩიძე 30 აპრილს გამართულ აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ღმერთმა მშვიდად გადაგვატანინოს ეს მარხვის ბოლო კვირა!
უფალმა დაიფაროს საქართველო!
ბევრს გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ და ამასაც გაუძლებს, უფლის შეწევნით!
არანაირი ორი საქართველო არ არსებობს, საქართველოს ებრძვის გარე და შიდა მტერი!
სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა არის ქვეყნის მტრობა!
ამიტომ ერთად დგომით და სიმტკიცით, სიყვარულით მოვიგებთ ამ ბრძოლას“, - წერს ზურა ხაჩიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: