Digest Logo

„არანორმალური“ იყო, ფეხებზე დაიკიდა „რას იტყოდა ხალხი“... ქრისტემ ჩაიხუტოს ლიზა ქისტაურის სული...“ - ნიკო მიქაია

1673158810
ნიკო მიქაია

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.

ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა. უამრავი ადამიანი წუხს ამ ფატის გამო და საჯაროდ აფიქსირებს აზრს.

ერთ-ერთ მათგანი სამოქალაქო აქტივისტი - ნიკო მიქაია.

მისი თქმით, არცერთი ნორმალური ადამიანი ამ ამბავს საღლიცინოდ არ მიიღებდა და არცერთი ქრისტიანი გულგრილი არ დარჩებოდა მომხდარის მიმართ.

„შობის ღამეა და წინა პოსტში ვუსურვე საკუთარ თავსაც და თითოეულ ჩვენგანსაც უფრო მეტი სიყვარული იშვას ჩვენში!
უცნაურად დაემთხვა, მაგრამ სწორედ ამ საღამოს დადასტრუდა ამ ადამიანის სასტიკი მკვლელობის ფაქტი ბელგიაში!
ბევრი ადამიანი შეხვდა დღეს ტაძარში თუ მონასტერში ქრისტეს შობას! ბევრმა სანთელი დაანთო საკუთარ სახლში ფანჯრებთან! ყველამ გადაიწერა ალბათ პირჯვარი და „უფალო შემიწყალეო“ მაინც ჩაიჩურჩულა თავისთვის გულში!
არ მჯერა, რომ იღლიცინებდა ამ ამბავზე ვინმე, ვისაც ერთხელ მაინც აქვს სახარება წაკითხული! ვისაც გააზრებული აქვს ქრისტეს გზა და ცხოვრება!
არავისზე ვიტყვი საკუთარი თავის გარდა! დიახ, მიუღებელი იყო ჩემთვის მისი ცხოვრების წესი ოდესღაც და ბევრჯერ მიფიქრია ვერ არის ეს „არანორმალური-თქო“ მაგრამ…
მაგრამ ის მართლაც „არანორმალური“ იყო, რომ ჩვენნაირ საზოგადოებაში და სოციუმში არ შეშინდა! უბრალოდ იმ ცხოვრებით იცხოვრა, რომელიც არჩეული ჰქონდა და ფეხებზე დაიკიდა „რას იტყვის ხალხი“.
ბევრი ტალახი აუტანია, ბევრი ნასროლი ქვაც, გინება, ლანძღვა და ა.შ. საჯაროდ თუ არა, გულში მაინც გაულანძღავს ვიღაცას, მაგრამ მაინც საკუთარი ცხოვრებით იცხოვრა!
და მაინც მეასე ხარისხივანია ეს ყველაფერი! მთავარი ტრაგედია მაინც ის არის, რომ საქართველოს კიდევ ერთი რიგითი მოქალაქე დაიღუპა! კიდევ ერთი სიცოცხლე გაჩერდა!  
დიახ, მქონდა მასთან ღირებულებითი აცდენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი სიკვდილი გამხარებოდა! დიახ, მქონდა მასთან მენტალური აცდენა, მაგრამ მთავარი მესმის, მას ჰქონდა სიცოცხლის და ღირსეული ცხოვრების უფლება! და ვინ იცის, ასე რომ ეფიქრა „საქართველოს“, იქნებ საქართველოში არ დაესრულებინა საკუთარი სიცოცხლე ამ ადამიანს ასე ტრაგიკულად!
მთავარი სათქმელი რა მაქვს? ის, რომ ყველაზე დიდი მენტალური და ღირებულებითი აცდენა მაქვს არა ამ ადამიანთან, არამედ იმათთან, ვინც მთელი საღამო ამ ამბავზე იღლიცინა და ახლა ნახევარ მეტრიანი კელაპტრით დგას რომელიმე ეკლესიის ან მონასტრის ეზოში და ქრისტეს შობას აღნიშნავს!
დიახ, ქრისტე ის ადამიანი იყო, რომელმაც თავისგან ყველაზე განსხვავებულები შეიყვარა და თავის ჯვარზე გამკვრელებსაც შეუნდო! ქრისტე საბოლოო ჯამში სიყვარულის და მიტევების სიმბოლოა დედამიწაზე და არა ბოროტების, შუღლის, გაუტანლობის და ზიზღის!
არ მჯერა იმ ადამიანების ქრისტიანობის, ვინც ლიზა ქისტაურის სიკვდილზე იღლიცინა და ახლა კელაპტრებით ხელში დგას ეკლესიის თუ ტაძრის ეზოში და ქრისტეს შობას აღნიშნავს! არ მჯერა იმათი მართლმდიდებლობის, ვისაც სხვა ადამიანის სიკვდილი უხარია!
უცნაურია, მაგრამ ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ ადამიანის სიკვდილმა! ალბათ ეს მისიაც ჰქონდა მას სამწუხაროდ!  
და დღეს, როცა ქრისტე იშვა, მოდით სულ ცოტა ხნით მაინც დავფიქრდეთ არის თუ არა ჩვენში იესო, თუკი ერთმანეთი არ გვიყვარს, ვძიძგნით, ვკორტნით, ვჭამთ და ვახრჩობთ ერთმანეთს?
პ.ს. დიახ, ქრისტემ ჩაიხუტოს ლიზა ქისტაურის სული. ადამიანის, რომელსაც ჩვენი წარმოდგენებით არასოდეს უვლია ქრისტეს გზით, მაგრამ მხოლოდ იესომ იცის ვინ დადის მის ბილიკებზე: ლიზა, რომელსაც ბოროტის არასოდეს არაფერი ეტყობოდა თუ სხვები, ვისაც ახლა ნახევარ მეტრიანი კელაპტარი უჭირავთ ტაძრებში და ლოცვებს კითხულობენ, სულ ცოტა ხნის წინ კი ამ ადამიანის სიკვდილზე იღლიცინეს და გული იფხანეს!  

დიახ, დღეს პირველად ვთხოვ ქრისტეს ჩაიხუტოს ადამიანი, რომელთანაც არასოდეს მქონია ღირებულებითი თუ მენტალური კვეთა! ზუსტად დღეს, შობის ღამეს, მგონია რომ ის სადღაც თავისთვის ჩუმად დადიოდა ქრისტეს გზის ბილიკებზე!

პ.ს. ს. არ არის ეს პოსტი ლიზაზე, არც ქრისტეზე და არც შობის ღამეზე! ეს პოსტი თქვენზეა, ვინც დღეს ამ ამბავზე იღლიცინეთ, ახლა კი შობის ღამის 03:22-ზე კელაპტრებით ხელში დგახართ და წირვის დასრულებას ელოდებით, რომ შობის მარხვის დასასრულს გაიხსნილოთ და ხორცი ჭამოთ!

მხოლოდ ქრისტემ იცის ვინ დადის მის ბილიკებზე და ვის ჩაიხუტებს ის შეხვედრისას!

მე კი უბრალოდ მჯერა, რომ ქრისტე სანთლების თუ კელაპტრების სიგრძით არ არჩევს ადამიანებს ჩასახუტებლად!

ქრისტეს ძალიან დიდი გული აქვს ჩემი აზრით“, - წერს მიქაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი ყველაზე საყვარელი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა

🔵მგზავრი, რომლის გადასარჩენადაც თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა, გარდაიცვალა

🔵„ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ფოტოკოლაჟი)