
რამდენიმე დღის წინ ბათუმი მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი ქვეყანა შეძრა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ნიკა გვიანიძე, კლინიკაში კი მძიმე დაზიანებით, ლუკა ჯაბნიძე გადაიყვანეს, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილ ახალგაზრდებს მეგობრები ემშვიდობებიან.
„არასდროს დამავიწყდებით ბიჭებო, ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემთვის თქვენთან გატარებული დრო. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი... როგორი მწარე ტკივილი ხართ, ნეტავ იცოდეთ“, - წერს მეგობარი და კადრებს აქვეყნებს.
„გონს მოვა - მეთქი, ვეუბნებოდი ყველას ავარიის პირველივე დღიდან, ერთი წამითაც იმედი არ დაგვიკარგავს, რატომ ლუკა ასე, რატოომ … არ მინდა დავიჯერო, რომ აღარ იქნები ლუკ…
ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს და ახლობლებს…
ძალიან მწარე ხარ კაკუუ, ძალიან მწარე…“, - წერს ნინო ჭანტურია.