ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
ალექსანდრეს დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი. მე ყოველთვის მხოლოდ მოგისმენ და შენს გვერდით ვიქნები! ჩემო სიცოცხლის ელექსირო და ბედნიერება. დე, ჩემო გულის ნაწილო, მესამყაროები და უსაზღვროდ, უკიდეგანოდ მენატრები. გთხოვ, მოდი და ჩამეხუტე. ჩემო სუნთქვა, იცი როგორ ენატრენი შენს ძმებს, მამას და ყველას“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: