მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე ძალიან ბევრი ადამიანის რჩეული მომღერალია. მის მიერ ჩატარებულ კონცერტებს უამრავი მსმენელი ესწრება. არც გუშინდელი 23 იანვრის ღონისძიება დარჩენილა ყურადღების გარეშე, რომელიც თბილისში ჩატარდა.
მომღერალმა მსმენელთან ერთად ცნობილი ჰიტები შეასრულა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„რიგით მეხუთე ანშლაგი ერთი წლის განმავლობაში, დაუვიწყარი ზღვა ემოციების საღამოები…. მაგრამ დღევანდელი კონცერტი კიდევ უფრო განსხვავებული, ემოციური, უშუალო და განსაკუთრებული იყო, იმ ფონზე როცა სამყარო დაძაბულია, გარშემო ბევრი ნეგატივია და ამ დროს ანრიმ შეძლო 2500 მაყურებელთან ერთად სიყვარულის ზღვა ემოციებით „ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო“ გვემღერა ერთად.
სწორედ ამიტომ არის ანრი სახალხო არტისტი.
P.S. თითქმის ყველა სიმღერა ასე, როგორც ამ პატარა ნაწყვეტშია გადმოცემული, ერთად სიმღერით მთავრდებოდა“, - წერს დალი ჩიტალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: