Digest Logo

„არასოდეს, არცერთ ღონისძიებაზე არ მივალ, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ამბებს განიხილავენ და იქ წამყვანი სიტყვა არ ექნება იმ ადამიანს, ვის ტყავზეც ამ ყველაფერმა გადაიარა“ - ლაშა შაყულაშვილი

1697296800
 ლაშა შაკულაშვილი

„გავა დრო და ყველა თავის ისტორიას მოჰყვება - სად იყო, რას აკეთებდა და რამ გამოაფხიზლა. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ვერ მოჰყვებიან - როგორ დასდევდნენ მათ ტერორისტები დასაჩეხად, გასაფატრად, დასაწვავად და გასაუპატიურებლად. ყველას კი ერთი რამ ექნება საერთო - ცხოვრება არასოდეს იქნება ძველებური“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელში მცოხვრები ქართველი, ებრაისტი, როტშილდების ფონდის მკვლევარი ლაშა შაყულაშვილი წერს, რომელიც ჰამასის თავდასხმიდან განვლილ ერთ კვირას აჯამებს.

„დღეს, ომის დაწყებიდან, 1 კვირა გავიდა.

გავა დრო და ყველა თავის ისტორიას მოყვება - სად იყო, რას აკეთებდა და რამ გამოაფხიზლა. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ვერ მოყვებიან - როგორ დასდევდნენ მათ ტერორისტები დასაჩეხად, გასაფატრად, დასაწვავად და გასაუპატიურებლად.

ყველას კი ერთი რამ ექნება საერთო - ცხოვრება არასოდეს იქნება ძველებური. არცერთი ჩვენგანი არ შეხედავს ცხოვრებას და ადამიანებს ისე - როგორც ომამდე ვუყურებდით.

ქართულენოვანი ადამიანებისათვის კი ომი ორგან მიდის - ისრაელში და ქართულენოვან მედიაში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში. მხოლოდ ერთში არ ვართ, რადგან ეს ორი ერთ დაწყევლილ წრეში მოექცა. დილიდან საღამომდე ვხსნით იმას, რაც გვგონია რომ ცხადია.

ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ. მე მთავარს დავწერ - არასოდეს, არცერთ ღონისძიებაზე არ მივალ, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ამბებს განიხილავენ და იქ წამყვანი სიტყვა არ ექნება იმ ადამიანს, ვის ტყავზეც ამ ყველაფერმა გადაიარა.

მეორე დღეა კი ახალ რამეზე მომეშხამა ხასიათი.

ქართველი პასტორის სტატუსი ვნახე, რომელსაც ტაშის დამკვრელებიც ჰყავს და რომელიც ისრაელის მიერ პალესტინელი და არაბი ქრისტიანების ჩაგვრას ეხება.

მეც ქრისტიანი ვარ, ისრაელში მცხოვრები ქრისტიანი. წინაპრებში ორი სასულიერო პირი მყავდა; ჩემი საყვარელი დიდი ანა ბებო კი სიონის საკათედრო ტაძარში რამდენიმე ათწლეული გალობდა; ლოცვების პირველი კრებულიც მან მაჩუქა.

მე აქ, ისრაელელი ან პალესტინელი ქრისტიანების, არც ისტორიას მოგიყვებით და არც სტატისტიკას მოგიტანთ. ომმა ახსნა-განმარტებების სურვილიც დამაკარგვინა. უბრალოდ, ამ ოფიციალურ დოკუმენტს დაგიტოვებთ, რომელიც ჩემმა პალესტინელმა მეგობარმა გამიზიარა და მისი თქვენთან მოტანის უფლებაც მომცა.

ეს არის არის პალესტინელ, მათ შორის ღაზას სექტორში მცხოვრებ, ქრისტიანებზე გაცემული სპეციალური საშვი, რომლითაც მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისრაელის ტერიტორიაზე როგორც ქრისტიანებს ჩამოსვლა - დღესასწაული იქნება თუ რაიმე სხვა დღე.

მორჩება ეს ომი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. თავზე ჩამოსასხმელ ლაფს კი ადამიანებიც ჩამოვატარებთ, რათა თავისი წილი ლაფის გარეშე არავინ დარჩეს.

ბოლოს კი იმას დავწერ, რაზეც ამ მბეზრდება საუბარი - ეს ომი არის ისრაელ-ჰამასის; ამ სახელწოდებაში რელიგიის ან ეთნიკურობის ჩამატება არის დანაშაული“,- წერს შაყულაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასს“ 120-ზე მეტი მძევალი ჰყავს აყვანილი

🔵 „აპოკალიფსის შეგრძნება დიდ გარდატეხებს მოიტანს თანამედროვე ადამიანში, ვეცადოთ პანიკის გარეშე მივყვეთ მოვლენებს“ - რას წერს დედა სიდონია

🎥 „ეპოქების ცვლის ზღვარზე ვდგავართ“ - როგორი იქნება დაბნელების კორიდორი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის?