Digest Logo

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასს“ 120-ზე მეტი მძევალი ჰყავს აყვანილი

14/10/2023 • 6:31
ღაზა. მძევლები

ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში თავდაცვის ძალების ანგარიშზე გამოქვეყნდა.

„ამ დროისთვის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზაში 120 სამოქალაქო პირზე მეტს აკავებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყველა გზა მაქსიმესთან მიდის“ - რას წერენ ნინო გაჩეჩილაძის და გიორგი მახარაძის ახალ ფოტოებზე

„ამ დაბნეულ ხალხს ისედაც უარესად აბნელებენ, თურმე სამართლიანად ისჯებიან ებრაელები…“ - რას წერს პეტრე კოლხი

🎥 „მე და მაია იმიტომ გავხდით ჩემპიონები, რომ ორივეს კარგი ნერვული სისტემა გვაქვს და ფსიქოლოგიურადაც ძლიერები ვართ“ - ნონა გაფრინდაშვილი