Digest Logo

„არასოდეს დამავიწყდება ბათუმში კორონავირუსით ავადმყოფი გარდაიცვალა და ეთერში ფეხზე წამოდგა“ - გოგა ჩანადირი თენგიზ ცერცვაძეს ემშვიდობება

1722511633
ს გოგა ჩანადირი

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის გარდაიცვალა. 

ქართველი ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი გოგა ჩანადირი ცერცვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ქვეყნის ერთ-ერთ დამსახურებულ ინფექციონისტს ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„გული დამწყდა.

გარდაიცვალა საუკეთესო ადამიანი და ექიმი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ/შიდსის სამ­სა­ხუ­რის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, იმუ­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი თენგიზ ცერცვაძე.

პაციენტებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. რაღაცნაირი გამხნევება იცოდა ხოლმე.

შიდსის ვირუსის თაობაზე მაღალი ცნობილობა და მასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება მისი დამსახურებაა.

არასოდეს დამავიწყდება ერთი ამბავი - რუსთავი 2-ის ეთერში ყოფნისას გაიგო, რომ ბათუმში კორონავირუსით ავადმყოფი გარდაიცვალა და ეთერში ფეხზე წამოდგა.

დიდი ადამიანი იყო...“, - წერს გოგა ჩანადირი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

⭕„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისტორიული ადგილი და ბრძოლაა, ბილეთის ფასი თითო $3000-ს აღემატება... არ აქვს მნიშვნელობა უყურებთ სახლიდან, რესტორნიდან თუ ბარიდან ვიცი, რომ სულით ჩემთან ხართ!“ - მერაბ დვალიშვილი

⭕„რაც არ უნდა გავასაჩივრო, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი - ოლიმპიური მედალი, მე არ შემხვდება“ - სანდრო ბაზაძე

⭕ „რა პატარები იყვნენ ჩემი გოგოები, დრო სწრაფად გარბის“ – გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს