ქართველი მოდელი და ინფლუენსერი, ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის სკანდალური თუ პირადი სიახლეებით ხვდება, ამჯერად მოდის სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის ეპიცენტრშია.
მოდელი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მას „ბენტლი“ აჩუქეს. ძვირადღირებული საჩუქარი, სავარაუდოდ, დავით კოდუასგან მიიღო:
„პირველად ბენტლი ბავშვობაში ვნახე, კრემისფერი, ამავე ფერის სალონით, კუპე და კაბრიოლეტი. ძალიან, ძალიან, ძალიან მაგრად, მთელი გულით ჩავიფიქრე.
მჯეროდა ჩემი გახდებოდა... შეუდარებელია... შეუდარებელი! აქვე დაგიწერთ ფრაზას რომელიც ხშირად უნდა იმეოროთ, რწმენით და შტერივით ეჭვგარეშე: „არ ვიცი როგორ, არ ვიცი საიდან, მაგრამ მჯერა რომ...“ მიაწერეთ რაც გსურთ, უკვე ასრულებულ, დასრულებულ, აღსრულებულ მდგომარეობაში...
ჰო და ცოტა მეტი გაიღიმეთ, ზედმეტი სერიოზულობა დიდი წინაღობაა სამყაროსთვის, რომელსაც ერთი სული აქვს მოდუნდე და გამოუშვას საჩუქრები შენსკენაც...“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
მოდელს ერთ-ერთი გამომწერი ვიდეოზე კითხვით მიმართავს:
„რამდენი კვირაში შეძლევ მის ყიდვას შენი გამომუშავებული თანხით?“.
შეკითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია მოდელს:
„არასოდეს ვიყიდი ჩემი ფულით არც ავტომობილს, არც ბრილიანტს, არც სახლს.
მაგისთვის ხართ თქვენ, კაცები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც გიყვარვართ და გვაფასებთ და გაქვთ ამის კეთების საშუალება.
ჩემით არც მიფიქრია არასოდეს“, - უპასუხა ალექსანდრა პაიჭაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მაისის სილამაზის კალენდარი - რომელ დღეებში უნდა მოერიდოთ სალონში მისვლას
💰 ფულის წვიმა მაისში! ზოდიაქოს რომელი 5 ნიშანი გამდიდრდება თვის ბოლომდე? 🚀💸