Digest Logo

„არასწორად იქცევა, მაგრამ იცით რა განათლებულია?“ - არ არსებობს თვალთმაქცობისგან დაცლილ, ღირსეულ, კეთილ პიროვნებაზე უფრო განათლებული ადამიანი“ - მეკო გელაშვილი

1758826393
მეკო გელაშვილი

ბლოგერი მეკო გელაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც განათლებულ ადამიანებზე საუბრობს და ხსნის, თუ რა კატეგორიის პიროვნებას შეიძლება ეწოდოს მოაზროვნე, ჭკვიანი და ნაკითხი:

„ძალიან ბევრ ადამიანზე მოგვისმენია - ნაკითხია, განათლებულია, გენიოსია, მოაზროვნეა, ჭკვიანია, ბევრი უნივერსიტეტი დაამთავრა, ნიჭიერია და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, ყველა ზემოხსენებული ლამაზი სიტყვა იკარგება მაშინ, თუ ის კონკრეტული ადამიანი, პარალელურად, ღირსეულ პიროვნებად არაა შემდგარი.

თუ მან არ იცის, რა არის სწორი და რა არასწორი.

ყველა გადაშლილი ფურცელი კარგავს აზრს მაშინ, როცა იქ ამოკითხულ სიკეთეს რეალობად არ აღიქვამ და არ იზიარებ.

ყველა ნანახი ფილმი კარგავს აზრს, თუ ვერ გაითავისე, ესა თუ ის გმირი რა მთავარი ღირებულების დასაცავად იბრძვის.

გაქცევს თუ არა შემეცნება უკეთეს ადამიანად?

კი, თუ შენში არსებობს კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო პატარა სინათლე მაინც.
ვერა, თუ შენთვის წიგნი მხოლოდ ფურცელია.

განათლებული რომ გერქვას, წაკითხულ წიგნს, ნანახ ფილმს და ნიჭს არქივად არ უნდა აღიქვამდე, თვლადი არ უნდა იყოს, უნდა გრძნობდე ამ ყველაფერს.

ამიტომ, ძალიან არ მომწონს როცა ამბობენ - „არასწორად იქცევა, მაგრამ, იცით, რა განათლებულია?“.
არ არსებობს თვალთმაქცობისგან დაცლილ, ღირსეულ, კეთილ პიროვნებაზე უფრო განათლებული ადამიანი.

მხოლოდ ერთი წიგნიც კი შეიძლება გადაიქცეს შენში არსებულ სინათლედ. ამ სინათლეს კი უამრავი წიგნით აშენებული კოშკიც ვერ დაჩრდილავს“, - წერს მეკო გელაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მამა❤️“ - კახი მამულაშვილი მარიკოს ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„კარგი მშობლების შვილი...“ - ნინი ქარსელაძის ახალ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ულამაზესი და უმშვენიერესი“ - ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან