Digest Logo

არის თუ არა ასტროლოგია მკითხაობა? - ხათუნა ნოელი გამომწერებს პასუხობს

1737008935
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი მორიგ საინტერესო პოსტს ავრცელებს და გამომწერების კითხვებს პასუხობს:

„- ასტროლოგია=მკითხაობას?
- არა.
- როგორ თუ არა? აბა, მომავალს რომ წინასწარმეტყველებთ?
- არა, არცერთი ასტროლოგი არაფერსაც არ წინასწარმეტყველებს.

ასტროლოგი აკეთებს სავარაუდო ტენდენციების პროგნოზს. თუ ეს მკითხაობაა, მაშინ მკითხაობა ყოფილა:

* ეკონომისტების ფინანსური პროგნოზებიც,
* პოლიტოლოგების მიერ გაკეთებული შეფასებებიც მოვლენათა სავარაუდო შედეგებზე,
* ექიმების სამედიცინო ანალიზებზე დასკვნით გაკეთებული პროგნოზებიც არამეცნიერული ყოფილა და  კლიმატოლოგების პროგნოზი გლობალური დათბობის შესახებ - ესეც ალბათ მკითხაობის ნაირსახეობაა“, -  წერს ხათუნა ნოელი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„აღარ გვყავს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ქეთევან ნაკაშიძე“ - ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა

⭕2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია

⭕წვიმა, თოვლი და ქარბუქი - ამინდის პროგნოზი