Digest Logo

„არსებობენ ადამიანები, რომელთა ერთგულება და ღირსება სხვებსაც შთააგონებს“ - საბა ლაზიშვილს ბინა აჩუქეს

1794737471
საბა ლაზიშვილი

აბუ-დაბიში გამართულ Real American Freestyle (RAF)-ის ტურნირზე UFC-ის ლეგენდის ურაია ფეიბერის სენსაციური დამარცხების შემდეგ, 21 წლის ქართველმა მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ბინა აჩუქეს.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში „ალიანს ჯგუფის“ ოფიციალური გვერდი წერს:

„არსებობენ ადამიანები, რომელთა ერთგულება და ღირსება სხვებსაც შთააგონებს.

ალიანს ჯგუფი საბა ლაზიშვილს მშობლიურ ქალაქ ქობულეთში, რეგიონის პირველ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მულტიფუნქციურ კომპლექს ალიანს რენესანსში ბინას გადასცემს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სიმტკიცესა და ღირსებას, რომელიც საბა ლაზიშვილმა გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა.

ალიანს ჯგუფისთვის პრიორიტეტულია იმ ადამიანების მხარდაჭერა და დაფასება, რომლებიც საკუთარი ქმედებით იცავენ მეგობრობას, ღირსებასა და ქვეყნის სახელს.

პროექტი, რომლის მთავარი ღერძიც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესია, გახდება სახლი სპორტსმენისთვის, რომლის გამბედაობა და შემართება მომავალი დიდი გამარჯვებების საწინდარია“, - წერს „ალიანს ჯგუფი“ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა.

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.

11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

🎥 გელა დაიაური შატილის მძიმე ავარიასა და ოჯახის დაკარგვაზე: „სიცივისგან ვკანკალებდი და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი?“

🎥 „თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეზე

✕