Digest Logo

გეგმების ცვლილება, სირთულეები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 20-26 ივლისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1784535561
ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ზოდიაქო

ეს კვირა საქმეებსა და ურთიერთობებში მცირე დაბნეულობითა და ქაოსით დაიწყება. ამიტომ ხუთშაბათამდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. 22 ივლისიდან განწყობა უფრო აქტიური და ენერგიული გახდება. საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი გაგიჩნდებათ. თუმცა, წინააღმდეგობას რომ არ წააწყდეთ, გარშემომყოფების ინტერესებიც გაითვალისწინეთ. პირად ცხოვრებაში გულახდილი საუბრები და სპონტანური ნაცნობობა გელით. ფინანსებსა და სამსახურში კი კონსერვატიული ტაქტიკა შეინარჩუნეთ და მიმდინარე ამოცანები ბოლომდე მიიყვანეთ.

კვირის ბოლოს დაძაბულობა ჩაცხრება. ბევრი საკითხი თავისთავად გადაიჭრება. თქვენ კი ახალი გეგმებისთვის ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. მთავარია, მოქნილობა შეინარჩუნოთ. მკაცრ გრაფიკს ნუ ჩაეჭიდებით. სრულფასოვანი დასვენება არ დაივიწყოთ, რადგან ის ახლა ნებისმიერ სიჩქარეზე მნიშვნელოვანია.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 20-26 ივლისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, გიზიარებთ:

ვერძი

კვირის დასაწყისში მოულოდნელი რომანტიკული ნაცნობობა ან გეგმების დარღვევაა მოსალოდნელი. თუმცა, ვარსკვლავები ამ ყოველივესთან მშვიდად შეხვედრას გირჩევენ. ახლობლებთან ურთიერთობაში მეტი დისციპლინა გამოიჩინეთ. მსხვილი ფინანსური ოპერაციებისგან თავი შეიკავეთ. თქვენი დრო და ენერგია ახლა ძალიან ძვირფასია. ამიტომ, გონივრულად მართეთ და საეჭვო გარიგებებში ნუ ჩაებმებით.

კურო

ამ კვირაში ოჯახთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში დაძაბულობა და ემოციური არასტაბილურობაა მოსალოდნელი. საქმეებში პაუზის ასაღებად ეს კარგი დროა. საკუთარ მიზნებს ან კარიერულ გზას გადახედეთ. საყოფაცხოვრებო საზრუნავს გეგმების ჩაშლის უფლებას ნუ მისცემთ. შეეცადეთ, ჩამოშორდეთ იმას, რაც თქვენში ზედმეტ დაძაბულობას იწვევს.

ტყუპები

იდეებისა და ამოცანების სიმრავლემ შესაძლოა, მთავარზე კონცენტრაციაში ხელი შეგიშალოთ. საბუთებში ქაოსი კი გარშემომყოფებთან უთანხმოების საფრთხეს ქმნის. თქვენი მთავარი ამოცანა გონებრივი დისციპლინის ამაღლებაა. საქმეებს იუმორით მიუდექით. სწავლისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ორატორული უნარების განვითარებისა და სასარგებლო კონტაქტების დამყარებისთვის ეს შესანიშნავი დროა.

კირჩხიბი

ვარსკვლავები საეჭვო ფინანსური ოპერაციებისგან, მსხვილი სესხების აღებისა და მთელი დანაზოგის ერთ აქტივში დაბანდებისგან თავის შეკავებას გირჩევენ. მეუღლის ან ბიზნესპარტნიორის მატერიალურ საკითხებში ცვლილებებია მოსალოდნელი. სამაგიეროდ, ეს კვირა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და რომანტიკული შეხვედრებისთვისაა ხელსაყრელი. თქვენი მიმზიდველობა ახლა პიკს აღწევს.

ლომი

მზის თქვენს ნიშანში შესვლით, თქვენი სეზონი იწყება. საკუთარ პოზიციას თავგამოდებით დაიცავთ. თუმცა, შეეცადეთ, ჯანსაღი მეტოქეობა დაპირისპირებაში არ გადაზარდოთ. ზედმეტი მუხტის დაძლევაში სპორტი დაგეხმარებათ. იუპიტერი იღბალსა და საკუთარი ძალების რწმენას გიორმაგებთ. ლიდერული თვისებები თამამად გამოავლინეთ, თუმცა პარტნიორების ინტერესებსაც ნუ უგულებელყოფთ.

ქალწული

განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას, დღის რეჟიმსა და კვებას მიაქციეთ. ზედმეტ გადაღლას მოერიდეთ. ჩვეულ განრიგში ხარვეზებია მოსალოდნელი. გრაფიკი ისე შეცვალეთ, რომ ძილისა და დასვენებისთვის დრო ყოველთვის დაგრჩეთ. კოლეგებთან კონფლიქტებს მოერიდეთ. სამსახურში ჰარმონიული ატმოსფერო შინაგან მშვიდობას შეგინარჩუნებთ.

სასწორი

იდეებითა და გეგმებით ხართ სავსე, თუმცა მეგობრების ან საყვარელი ადამიანების მხრიდან შესაძლოა, გაუგებრობას წააწყდეთ. მომატებულმა იმპულსურობამ შესაძლოა, დაუფიქრებელი ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ. პოზიტივით დასამუხტად აქცენტი თვითგანვითარებაზე ან საყვარელ ჰობიზე გააკეთეთ. გარემოებებს თქვენს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის უფლებას ნუ მისცემთ.

მორიელი

საქმეების მოსაწესრიგებლად და საორგანიზაციო ცვლილებების შესატანად ეს საუკეთესო დროა. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში თქვენი ჩაკეტილობის გამო შესაძლოა გაუგებრობა, გაჩნდეს. სიტუაციის გარკვევაში გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებასა და ახალი, მძიმე ვალდებულებების აღებას ნუ იჩქარებთ.

მშვილდოსანი

სხვისი აზრის გაზიარება გაგიჭირდებათ. ამან შესაძლოა, ნათესავებთან ან მეზობლებთან სიტყვიერ პოლემიკამდე მიგიყვანოთ. გონების შფოთვის დასამშვიდებლად ცხოვრების ტემპი შეანელეთ და სიტუაციას სიღრმისეულად შეხედეთ. მოგზაურობისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის ეს ხელსაყრელი პერიოდია. ნაჩქარევ დასკვნებს კი მოერიდეთ.

თხის რქა

ამ კვირაში მაქსიმალური მოთმინება გმართებთ. გეგმების მცირე შეფერხებისთვის მზად იყავით. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდება იმ პერიოდიდან, როდესაც სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. თქვენი დისციპლინა და შინაგანი ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას წარმატებით შეგათავსებინებთ. საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ.

მერწყული

ეს კვირა თვითგამოხატვისთვის ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით. ცვლილებებსა და უჩვეულო შესაძლებლობებს დაელოდეთ, განსაკუთრებით კომუნიკაციისა და იდეების გაცვლის სფეროში. ძველი საკითხების გადაჭრაში გულახდილი საუბრები დაგეხმარებათ. თქვენი უნიკალურობა და აზროვნების თავისუფლება კი პოზიტიურ მოვლენებს თავისთავად მიიზიდავს.

თევზები

შემოქმედებითი ენერგია და ინტუიცია ახლა განსაკუთრებით აქტიურია. ეს თქვენი შინაგანი პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ. რეტროგრადული მერკური მოძრაობას საბოლოოდ შეაჩერებს. ეს საქმეებში ნანატრ შვებას მოგიტანთ და აქტიური მოქმედების შესაძლებლობას მოგცემთ. საკუთარ შინაგან ხმას ენდეთ. ის პირად ურთიერთობებში ჰარმონიამდე მიგიყვანთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენ ყოფილები არ ვართ...“ - მედეა ადამია ქმარს შეურიგდა?

„ჩემი ქმარი 38 წლის გახდა, ყველაზე ბედნიერი მინდა იყოს და ვიცი იქნება, იმიტომ რომ ჩემს ხელშია“ - ნანკა გვარიშვილი

„ითვლება, რომ დღეს წარმოთქმული სიტყვები, ფიქრები და განზრახვები განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს...“ - 20 ივლისის ასტროპროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge