Digest Logo

„არსებობს სიყვარულის გამოხატვის 5 ენა...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

1768555819
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სიყვარულის მმართველ პლანეტა - ვენერაზე საუბრობს:

„ჩვენს გემოვნებაზე, ფასეულობებზე, შეხედულებებზე, პარტნიორის და ზოგადად „საჩვენო“ ადამიანების მიმართ გარკვეულ მოთხოვნებზე პასუხისმგებელია პლანეტა ვენერა.

ის ასევე პასუხისმგებელია (ორივე სქესის შემთხვევაში) ქორწინების, ურთიერთობების თემაზე.

პირად - სასიყვარულო თემაში ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარულის გამოხატვის ფორმები და ამ ფორმებით კომუნიკაცია.

ძველად არსებობდა სიყვარულის სხვადასხვა ფორმები, მაგ: ეროსი, ფილია, პრაგმა, სტორგე, ლუდისი, აღაპე და სხვა. დაწყებული ვნებით, ფლირტით, გატაცებით და ერთგულებით, ღვთაებრივი სიყვარულით დამთავრებული საკმაოდ მრავალფეროვანი შესატყვისები აქვს, ამ ერთის მხრივ მარტივ გრძნობას.

თანამედროვეობაში ჩეპმენმა სიყვარულის გამოხატვის საკმაოდ საინტერესო მოდელი გაშალა, სწორედ მას გაგიზიარებ დღეს.

არსებობს სიყვარულის გამოხატვის 5 ენა:

1- ვერბალური (სიტყვები, მესიჯები კომპლიმენტები და სხვა.)
2 - საჩუქრები (სიურპრიზები, ყურადღება და სხვა.)
3 - დრო (საუბარი, სეირნობა, მოგზაურობა და სხვა).
4 - დახმარება (საქმეში, პრობლების გადაწყვეტაში, მხარდაჭერა და სხვა.)
5 - შეხება (ჩახუტება, მოფერება, ფიზიკური კონტაქტი და სხვა).

როგორც წესი, ამ 5 ენიდან, რამდენიმე არის ხოლმე თითოეული ინდივიდის მახასიათებელი.

მაგ: ერთს აქვს უფრო მეტად გრძნობის ვერბალურად გამოხატვისა და მიღების მოთხოვნილება, მეორე კი იმავეს - მოფერებით, ჩახუტებითა და ქცევით, ქმედებით გამოხატავს, შესაბამისად, საპასუხო გრძნობის მიუხედავად, მათ ერთმანეთის არ ესმით.

მთავარი ამოცანა, ურთიერთობის დასაწყისში, არის კომუნიკაცია და შემდეგ უნდა ამოიცნო პარტნიორის „სიყვარულის ენა“, გააცნობიერო, რომ თითოეულ ადამიანს ემოციებისა და გრძნობების გამოხატვის თავის მოდელი აქვს და ამით ძალიან გაიმარტივებ საქმეს“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უმშვენიერესი“ - შორენა ბეგაშვილი ტაილანდში მოგზაურობას აგრძელებს

⭕„საოცრად გამოიყურები“ - მაკა ზამბახიძის უახლესი ფოტოები და გამომწერების კომპლიმენტები

⭕„რას იტყვის შენი შვილი შენ ასეთ ფოტოებზე?...ორივე, ასე ლამაზად გიპასუხებთ...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე