ფილოლოგი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ზრუნვის შესახებ.
„არსებობს ზოგი მოვალეობა, რომელიც მისი გაცნობიერების წამიდან ბედნიერებაც არის.
ერთი ასეთი ქალზე ზრუნვაა: დედაზე, მეუღლეზე, დაზე, შვილზე, შვილიშვილზე.
ეს მხოლოდ ქცევის სილამაზე კი არა, ამაღლებული მშვენიერებაა.
კიდევ ერთი ქალი ცოცხლობს მუდმივად, რომელზე ზრუნვაც ღირსეული ადამიანის სულსა და ფიქრში სინათლეს ბადებს.
მისი სახელი სამშობლოა.
როგორც გიყვარს და ემსახურები, ისეთი ადამიანი ხარ.
ისინი ხვდებიან, მათ იციან...“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლოცვა, რომელიც ჯვართამაღლებას უნდა წაიკითხოთ
🎥 მარიამ შენგელიას შესრულებული ცეკვა „ქართული“ - კადრები მომღერლის ქორწილიდან
⭕27 სექტემბრის გზავნილი - „ყველაფერი საბოლოოდ ნათელი გახდება“