ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ ფსიქოლოგიურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე საუბრობს:
„ბევრი ჩვენგანი გაიზარდა ფრაზით: „რა გაკლია? საჭმელი გაქვს, ჩასაცმელი გაქვს, სწავლას გიფინანსებ!“ თუმცა, ცნობილი ფსიქოთერაპევტი და ტრავმის ექსპერტი, გაბორ მატე ამბობს, რომ ბავშვის ფსიქიკისთვის ეს „მატერიალური სიკეთეები“ არაფერს ნიშნავს, თუ მას არ ახლავს თანხვედრა.
რა ხდება ბავშვის ტვინში, როცა მშობელი ფუნქციურად არსებობს, მაგრამ ემოციურად „გამქრალია“?
ტრავმა, როგორც „არყოფნა“
გაბორ მატეს მთავარი თეზისი ასეთია: ტრავმა არ არის მხოლოდ ცუდი მოვლენა (მაგალითად, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა). ტრავმა არის „კარგი მოვლენების არარსებობა“.
როცა მშობელი 24/7-ზე მუშაობს (თუნდაც ოჯახის გადასარჩენად) ან მიდის ემიგრაციაში:
ბავშვი რაციონალურად ხვდება (ან ეუბნებიან), რომ ეს „მისთვის კეთდება“. მაგრამ ბავშვის ლიმბური სისტემა (ემოციური ტვინი) ამას თარგმნის როგორც: „მიტოვებას“.
ცნობილი ფსიქოთერაპევტი გაბორ მატე ხსნის იმ ტრაგიკულ პარადოქსს, რომელიც ბევრ ოჯახში ხდება:
1. მშობლის რეალობა: ეს არის თავგანწირვა. ის 24 საათი შრომობს, რომ შვილს არაფერი მოაკლდეს. ეს მისი სიყვარულის უმაღლესი გამოხატულებაა.
2. ბავშვის რეალობა: ბავშვის გონება ხვდება, რომ დედა/მამა გმირია. მაგრამ მისი გული (ემოციური ტვინი) მშობლის არყოფნას თარგმნის როგორც: „მიტოვებას“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედამიწაზე დიდი არეულობა და გაუგებრობა დაიწყება...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ებრაელებზე