Digest Logo

„არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ...“ - რას წერს გოგა ჩანადირი

1775720298
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. 

ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.

„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გამოეხმაურა:

„რა იშვიათი შემთხვევაა ორი ქართველის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე.

დღეს ეს ვიხილეთ კვარაცხელია-მამარდაშვილის არა ერთ გუნდში, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ. ორივემ ბრწყინვალე თამაში აჩვენა.

წაგებული „ლივერპულის“ მხარეს მამარდა ყველაზე საუკეთესო იყო შესანიშნავი მოგერიებებით, მოგებული გუნდის პსჟ-ს მხარეს კი კვარადონა იყო საუკეთესო, რომელმაც 2:0 მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 1 გოლის გატანის ჩათვლით.

„არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ორი ქართველის ხილვა უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალი“, - წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„ყველა „სიყვარულზე“ ქადაგებს, ვითომ გასხივოსნებული ეზოტერიკოსები, ტვინი წაიღეს...“ - რას წერს ვატო მსხილაძე

„არ გაუშვათ ეს მომენტი, ყველაფერი, რასაც ახლა ჩაუშვებთ უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას“ - გაიაქტიურე დღის კოდი