Digest Logo

„ყველა „სიყვარულზე“ ქადაგებს, ვითომ გასხივოსნებული ეზოტერიკოსები, ტვინი წაიღეს...“ - რას წერს ვატო მსხილაძე

1775718768
 ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ  სიყვარული არ არის მხოლოდ რაღაც ფუმფულა ემოცია ან პოეტური წიაღსვლა. ურთულესი, მრავალშრიანი ეკოსისტემაა, რომელსაც თავისი მკაცრი ბიოლოგია, ფსიქოლოგია და ფიზიკა აქვს:

„სადმე თუ გაიხედავ, ყველა „სიყვარულზე“ ქადაგებს. რელიგიური მოღვაწეები იქნებიან თუ რიგითი, ვითომ გასხივოსნებული ეზოტერიკოსები, ტვინი წაიღეს ამ უსაგნო ლაილაით. გეუბნებიან - „უბრალოდ გიყვარდეს“, „გახსენი გული“, თითქოს ეს რამე ჩამრთველი იყოს, რომელსაც თითს დააჭერ და ეგრევე გაგანათებს.

სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი ერთი დიდი, ბუშტივით გაბერილი მორიგი ილუზიაა სიყალბეა... იმიტომ, რომ ამ მდგომარეობის რეალურად განცდას და მერე სხვისთვის გადაცემას უდიდესი ცოდნა და საკუთარ თავზე შრომა სჭირდება. რაც შენ თავად არ გაქვს დამუშავებული, იმას სხვას ვერანაირად ვერ ასწავლი.

ბოლოს და ბოლოს, სიყვარული არ არის მხოლოდ რაღაც ფუმფულა ემოცია ან პოეტური წიაღსვლა. ურთულესი, მრავალშრიანი ეკოსისტემაა, რომელსაც თავისი მკაცრი ბიოლოგია, ფსიქოლოგია და ფიზიკა აქვს. ტიპი გესაუბრება უნივერსალურ სიყვარულზე და ამ დროს მისი ამიგდალა გადამწვარია, ხოლო ნერვული სისტემა "ბრძოლა-გაქცევის" რეჟიმშია გაჭედილი და ა.შ. აღარ გავაგრძელებ იმდენად საცოდაობა... ხვდებით რა სიყალბეში ვართ? არ წავიდეთ შორს, თუნდაც ბიოლოგიურად, როცა სხეული უხილავ საფრთხეს გრძნობს, ის უბრალოდ ბლოკავს ოქსიტოცინის რეცეპტორებს. ეს საფრთხე მენტალში მუდმივად არის, მიზეზი ინფორმაციული ნაგავია... შიშის, სტრესის და მთლიანობაში ბალანსის გარეშე, სიყვარულზე ლაპარაკი ფიზიოლოგიური, სულიერი და ყველანაირი აბსურდია. ან საერთოდ, რომელ მაღალ ვიბრაციებზეა საუბარი, როცა სხეულს ელემენტარული მაგნიუმი ან ცხიმოვანი მჟავები აკლია და "საწვავი" არ აქვს? ცარიელი ბაკით მანქანის ტარება ვის გაუგია? მაგრამ ყველაზე დიდი ღადაობა ის არის, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ საოცარი ნიჭი, ითამაშონ სიმშვიდე, ან ემოციური მანიპულაციები აკეთონ. შეფუთვა მუშაობს - ჩაცმულობა, გარემო, ანუ ფორმა შინაარსის გარეშე.

მერე მოდის ჩვენი ფსიქოლოგიური „ბაგები“. ხალხს ბავშვობის ტრავმები არ დაუმუშავებია, მიჯაჭვულობის სერიოზული პრობლემები აქვთ, საკუთარ აგრესიასა და ეგოიზმს თვალს ვერ უსწორებენ და ამ დროს სულიერებაზე დებენ თავს. ფსიქოლოგიაში ამას "Spiritual Bypassing" ჰქვია - როცა ლამაზი, ეზოტერიკული სიტყვებით ცდილობ შენი ფსიქოლოგიური ნაგავი და ტკივილი გადაფარო. თუ შენი გონება შინაგანად დახურულია, სხეული ამ სიყვარულს უბრალოდ ვერ "გაატარებს". და საერთოდ, სხეულზე რომ ვსაუბრობთ - რამდენი ადამიანი იცით, ვინც საკუთარ თავზე არ ძალადობდეს? არ ვიცი არ ვიცი, ბოლო პერიოდში უამრავ, ეზოტერიკოსთან თუ ა.შ. მომიწია შეხვედრა, და არავის წარმოდგენა არ აქვს არაფერზე... მაგრამ სამაგიეროდ შეუძლიათ ენით ფეხის თითების გამოლოკვა იდეალურად.. ბევრს სიყვარული მხოლოდ თავში, კონცეფციის დონეზე ესმის. სანამ სხეული სტრესისგან არის დაჭიმული  და ყველაფერი დისბალანსში გაქვს, შიგნით ენერგია უბრალოდ ვერ იმოძრავებს და ყველაფერი ფიქციად დარჩება.

არ დაგვავიწყდეს გარემოც. სიყვარული ხდება მხოლოდ "აქ და ახლა". რელიგიური თუ სხვა დოგმები ხშირად ან წარსულში გაბრუნებენ საგოდებლად, ან მომავლის სამოთხეში, რაც აწმყოს მთლიანად აცარიელებს. თუ შენი ყურადღება გაფანტულია და ინფორმაციულ ნაგავში გაქვს ტვინი გამორეცხილი, რისი იდეალური ადგილიც არის, სოც-ქსელები და შორთების ნარკომნული სქროლვა, რომელიც სიჩლუნგის ყველაზე დახვეწილი ფორმაა, გული უბრალოდ ცივდება. გარემო პირდაპირ ურტყამს ნერვულ სისტემას. ტოქსიკურ სოციუმში ყვავილი ვერ გაიზრდება, გინდა რწყე და გინდა ელაპარაკე. არადა, ადამიანს ადამიანი სჭირდება - ნერვული სისტემის დარეგულირების და ოქსიტოცინის ყველაზე ძლიერი ტრიგერი სხვა ადამიანთან თვალის კონტაქტი, ჯანსაღი შეხება და ნდობაა. მარტოები თავში ვიხარშებით, ერთმანეთთან კი - ვსწორდებით.

მაგრამ აქ შემოდის დღევანდელი ტოტალური სიყალბის ახალი, კიდევ უფრო აბსურდული შრე. ხალხმა, ვინც მეტ-ნაკლებად იგრძნო ეს ფარსი და მიხვდა, რომ რელიგიის წარმომადგენლების და დღევანდელი ეზოტერიკოსების 99% უბრალოდ ყბედობს, ადგა და... მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე გადაერთო. ჰო, AI გახდა მათი სულიერი მენტორიც და ფსიქოლოგიც. ოკ, გასაგებია, ხელოვნური ინტელექტი, მაგარი ინსტრუმენტია და შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როცა უსულო ალგორითმი შენივე გაუკუღმართებული აზრების პროექცია ხდება და შეუძლია შენი ნებისმიერი, ყველაზე დიდი სისულელეც კი გაამართლოს, მანდ უკვე "სიყვარული" და სულიერება უბრალოდ საბავშვო ბაღის თემაა. შენ უბრალოდ საკუთარ ექოს ესაუბრები, რომელიც კვერს გიკრავს და ილუზიას გიმყარებს. რაც მთავარია დროთა განმავლობაში, ემოციური შიმშილი გეწყება, რადგან ხვდები, რომ აღარ ცხოვრობ...

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ... პასუხი ძალიან მარტივი და ბანალურია - არავის უნდა ტრაკის განძრევა. რეალური შრომის და საკუთარ თავთან ჭიდილის გარეშე რამე შედეგის მიღება უბრალოდ არ გამოდის. ყველას უნდა "ოქროს აბი", რომელსაც გადაყლაპავს, დილით გაიღვიძებს და ჰოპ, ყველაფერი იდეალურად და სექსუალურად არის. ეგრე არ ხდება არააა.. ამიტომაც გარბის ყველა და ეძებს მშველელს ყველგან და ყველაფერში, გურუებში, რელიგიებში თუ კომპიუტერის ეკრანებში, ოღონდ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა არ აიღონ. ამ ტენდენციამ კი წარმოშვა სიყალბის კიდევ ერთი დონე - გამოჩნდნენ ახალი თაობის "მესია" ტიპები, რომლებსაც თავადაც მაგრად ეზარებოდათ საკუთარ თავში რაღაცების დამუშავება, მაგრამ დაინახეს ამდენი პასუხისმგებლობას გაქცეული "ცხვარი" და იფიქრეს: მოდი, ამათ დავუმუშავებ პრობლემებს, თან კარგად გავერთობი და ფულსაც ვიშოვიო. აი, ასეთ ორმაგ, ტენდენციურ სიყალბეში ვართ ჩაფლულები.

ამიტომ, როცა ვინმე ისევ დაგიწყებს "გულის გახსნაზე" ლექციის კითხვას, შეგიძლია ერთი მარტივი ტესტი ჩაუტარო. შემოარტყი ან გააკრიტიკე, არა შემორტყმა არ გინდა უბრალოდ გააკრიტიკე, ითამაშე შენც მასავით, დამიჯერე, ნუ შეგეშინდება, როგორი მაღალფარდოვანი სიტყვებითაც არ უნდა საუბრობდეს 99% ყალბია, ნუ თუ ის 1 % შეგხვდა გაპატიებს))) დააკვირდი - კონფლიქტის ან კრიტიკის დროს შეუძლია თუ არა მას მშვიდი სუნთქვის შენარჩუნება? თუ სუნთქვა ეკვრება, აგრესიაზე გადადის და პანიკაში ვარდება, მისი "სიყვარული" იმ მომენტში გაითიშა და გადარჩენის ინსტინქტმა გადაიბარა როლი. ნამდვილი ტრანსფორმაცია არაა 2-საათიანი ვებინარი, საკვირაო ქადაგება ან ჩატი. ეს არის ნეიროპლასტიურობის სრულიი შეცვლა, რასაც თვეები, წლები და საკუთარ თავზე სერიოზული არანორმალური მუშაობა სჭირდება, რაც სრულიიი სიგიჟეააა იმხელა ენერგიას მოითხოვს... ეს არის შავი მუშაობა საკუთარ თავზე, რის შემდეგაც, უბრალოდ აღარ გრჩება დრო, ამ ყალბი თამაშებისთვის, დებილობა ხდება ეს ყველაფერი, რადგან ზუსტად გრძნობ და ხედავ ყველაფერს... ნებისმიერი გარე ავტორიტეტი ყოლა სიყალბეა, ის მხოლოდ გულში შეგიძლია იპოვო...

სიყვარული ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი სინქრონშია - შენი ნერვული სისტემა, ბიოქიმია, ტრავმებისგან დაცლილი ფსიქოლოგია, სხეულის შეგრძნებები, ურთიერთობები, ენერგია და ა.შ ა.შ. სანამ ეს ერთიანი მექანიზმი არ ამუშავდება და სანამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას თავად არ ავიღებთ, დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ ინტელექტუალური პარაზიტიზმი და სხვისი ტექსტების თუთიყუშივით გამეორებაა“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ გაუშვათ ეს მომენტი, ყველაფერი, რასაც ახლა ჩაუშვებთ უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას“ - გაიაქტიურე დღის კოდი

🎥 „ძალიან სახიფათო ღამე იყო, გეგმაში იყო ჩვენი ჩახოცვა, უნივერსიტეტის კარი ჩაკეტილი იყო...“ - თინათინ მღვდლიაშვილი 9 აპრილს იხსენებს

„შეგიძლია გააძლიერო ფულის ნაკადი: დაიხატე ხელზე ცხრიანის სიმბოლო და დააყენე განზრახვა სიმრავლისთვის“ - თაკო მელიქიშვილი