
2022 წლის 11 მაისს, 69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე შტატებში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.
მუსიკოსი აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად.
მისი გარდაცვალების თარიღს სოციალურ ქსელში კონცერტმაისტერი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გამოეხმაურა და ემოციური პოსტი გაავრცელა:
„დღეს ლექსო თორაძის წასვლის დღეა, წარმოუდგენლად მტკივნეული დღე… საღამოს ოდესაში გია ყანჩელის საიუბილეო დღეების ფარგლებში კონცერტი მაქვს უძვირფასეს იულიან მილკისთან ერთად და თითოეულ შესრულებულ ნოტს ლექსოს გულსა და სულს მივუძღვნი!
არც კი ვიცი დედასთან ერთად ისე ძალიან ვინ მაკლია და მენატრება, როგორც ეს ორი ღვთის საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის, მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის და ჩემთვის, ასეთი გულშემატკივრები და უფროსი მეგობრები რომ მყავდნენ…“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჯერ გავოცდი, მერე გამიკვირდა, მერე დავიზაფრე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე