Digest Logo

არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას, რასაც დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს - გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძე გამსახურდიაზე

1685010722
გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია აცხადებს, რომ მისი ბიოლოგიური დედა მანანა არჩვაძე გამსახურდია მის ოჯახს ზიანს აყენებს.

გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძე-გამსახურდიას სარჩელებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული სარჩელები მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის პროცესს აფერხებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას, რასაც დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს, ამ ჯერზე ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები, რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას“, - წერს გიორგი გამსახურდია ტვიტერზე.