Digest Logo

🎥 „ასაკი თავისას შვება, ადრე უფრო მეტი მქონდა...“ - რამდენი რესტორანი აქვს გურამ ბაღდოშვილს პორტუგალიაში?

1777966903
გურამ ბაღდოშვილი

ცნობილი ქართველი მზარეული, შეფი გურამ ბაღდოშვილი იუმორისტული პოდკასტის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ბიზნესზე, სარესტორნო ქსელებზე ისაუბრა.

როგორც თავად აღნიშნა, მას საქართველოში 3, პორტუგალიაში კი 2 რესტორანი აქვს:

„ადრე უფრო მეტი რესტორანი მქონდა, ახლა ბევრი აღარ მაქვს, ასაკი თავისას შვება. 

საქართველოში მაქვს 3 რესტორანი, პორტუგალიაში 2. 

ჩემი პირველი რესტორანი 30 პერსონაზეა გათვლილი, ცოცხალი რიგი არსებობს, ვინაიდან რესტორანი პატარაა და ძალიან პოპულარული.

საქართველო ახლა ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ, ევროპაშიც და ამერიკაშიც გასტრონომიის, მეღვინეობის მიმართულებით“, - ამბობს გურამ ბაღდოშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც მაისში პლანეტა მერკურის გავლენით მნიშვნელოვნად შეიცვლება

„შეიძლება სხვების პრობლემებით დაგტვირთონ: ზარები, ჩივილები, „მომისმინე” - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

🎥 „ისევ ყვავის ძველი იასამანი...“ - ლელა წურწუმია ძმებ არველაძეებთან ერთად გამოჩნდა