უკრაინა-რუსეთის ომში მოხალისედ წასული ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ლვოვში მყოფ გოგიტა ლაფაჩზე წერს.
„ტყვიაველი გოგიტა (ლაფაჩი) ლვოვში იმ დღეს შემოვიდა ბაზაზე, როდესაც რუსებმა დაბომბეს. პირველი ბომბი რომ დაეცა ყაზარმას, ტრუსიკიანი, შარვალ იღლიაში ამოჩრილი დიდი ორმოსკენ გაიქცა და შიგნით ჩაწვა.
მესამე ბომბის ჩამოვარდნაზე უკუნ სიბნელეში ვიღაც დაეცა ზემოდან და გოგიტამაც „კარგა მამაპაპურად" დედა გადაუკურთხა - ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკნი გამიტყდაო.
ეს ამბავი გუშინ ჩვენთან ვახშამზე მოყვა პირველად, ისე რომ არც იცოდა ვინც ზემოდან დაეცა ვინ იყო. სურამელი გოჩა უსმენს და რომ ჩაბღუჯა და გემრიელად აკოცა ყველას გაგვიკვირდა.
რა ხდება გოჩაო? ყველამ ვკითხეთ. ასე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო. ამდენი დღის მერე აქ გაიცნეს ერთმანეთი იმ ორმოში ღამეგათენებულებმა“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ბუჩაში 11 წლის ბიჭი ოკუპანტებმა სკამზე მიაბეს და დედის თვალწინ გააუპატიურეს