Digest Logo

🎥 „ასეთების ხელში არ უნდა ჩავარდეს ჩვენი ქვეყანა!“ - რას წერს თამარ ივერი

1712835350
თამარ ივერი სიყვარულზე

ცნობილი საოპერო მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტს ეხმაურება.

ვიდეო 2024 წლის 8 მარტს არის გადაღებული, სადაც ჩანს, რომ აქტივისტი წითელ საღებავს ასხამს და შემდეგ ჭრის ნახატს, რომელზეც გამოსახულია ლორდ ბალფური.

თამარ ივერის თქმით, ასეთების ხელში არ უნდა ჩავარდეს ჩვენი ქვეყანა.

„ასეთების ხელში არ უნდა ჩავარდეს ჩვენი ქვეყანა!!

რისი ნიშნებიც უკვე შეიმჩნევა!! („მასწავლებლებიც“ საკმაოდ ჰყავთ სოცქსელებში.)“, - წერს საოპერო მომღერალი.

მის ამ სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

„ამერიკაში დაიწყო ეს ყველაფერი და ხახვივით შერჩათ. 2020 ის მერე, როცა დაიწყეს საზოგადო მოღვაწის ძეგლების ჩამოყრა, წიგნების დაწვა და ფილმების ამოღება. ლინკოლნის ძეგლს რომ ჩამოაგდებენ და გაატარებ, მალე აინშტაინსაც მიადგებიან და ნიუტონს… სამაგიეროდ თანამედროვე ხელოვნებას აპიარებენ. ნაჯღაპნები ქაღალდზე და დასკოჩილი ბაბანი კედელზე…“

„ეს არის ვანდალიზმი. ვანდალები იყვნენ, არიან და იქნებიან მუდამ ვერსად გავექცევით“

„ასეთი ევროპა საქართველოში მე არ მინდა!!!!“

„ხელები უნდა მიამტვრიო ამ გამოშტერებულ არსებას!!“

„გაუნათლებლობის ბრალია ეგ ყველაფერი“ - წერენ კომენტარებში. 

გთავაზობთ კადრებს, სადაც ჩანს რომ აქტივისტმა ნახატი დაჭრა

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა! შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და გექნება კიდეც!“ - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„გონზე არ ხართ იმ კანონში რა წერია, თქვენ რომ რუსულს ეძახით - დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები“ - ნინო კვაჭანტირაძე