Digest Logo

„ასეთი ადამიანი ხორცით ცხოველს ემსგავსება და სულით – ეშმაკს“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1782895821
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„აი, ძაღლი რომ ავიღოთ, დავუდოთ ხორცი და პური,
– ნორმალური ძაღლი რომელს აირჩევს?
– ხორცს,
ეს ძაღლის თავისუფალი არჩევანია?! თუ ინსტინქტია?!
აი ფუტკარი, კარგ და შხამიან ყვავილს შორის აირჩევს კარგ ყვავილს,
ეს ფუტკრის არჩევანია?! თუ ეს მწერის ინსტინქტია?!
ადამიანი, რომელიც თავის თავისუფლებას ახურდავებს ეს მესიამოვნება თუ ის მესიამოვნება,
გესმით თავის ამ ნიჭს რას უშვრება?!
ახურდავებს ინსტინქტებში…
ხშირად ჩვენ თავისუფლება ისეთ რამეებში ვხარჯავთ...
აი,
ბოზბაში, თუ ჩიხირთმა? – „კაცია ადამიანი“-ში...
ლუარსაბი თავის თავისუფლების რეალიზებას რაში ახდენდა, წარმოგიდგენია?!
ანუ,
ასეთი ადამიანი თავის თავს ახურდავებს,
როცა გონიერებას არ იყენებს,
როცა თავისუფლებას სწორად არ იყენებს,
რა თქმა უნდა, ზარმაცი იქნება და სულით – ეგოისტი.
იცით წმინდა მამები რას ამბობენ?!
ასეთი ადამიანი ხორცით ცხოველს ემსგავსება და სულით – ეშმაკს,
იმიტომ, რომ ეშმაკია ეგოისტი,
და სიამოვნებაზე მოფიქრალი კიდევ ცხოველია,
არადა ადამიანი უნდა იყოს ადამიანი,
ღვთის ხატი და მსგავსი,
ამიტომ ჩვენ, ყველა, პოტენციაში ზარმაცები ვართ
და თუ არ ვებრძოლეთ – ის დაგვამარცხებს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „თუ არ გიჭირს, მაშინ არ გყვარებია ის ადგილი ან სფერო“ - თიკა ფაცაცია პროფესიისადმი მიჯაჭვულობაზე

⭕ „სუფთა ჰაერი, საოცარი ბუნება, მისტიკა“ - გიორგი ნიკოლავას შთამბეჭდავი კადრები მაღალმთიანი აჭარიდან

⭕ დიდი ადრონული კოლაიდერი ოთხი წლით გააჩერეს